ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ალერგოლოგ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თვლის, რომ თებერვლის დასაწყისში შესაძლოა კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირებულ პირთა რეალური რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდოს.
მისივე თქმით, თებერვლის მეორე კვირიდან დაიწყება პიკური მონაცემების დაღმასვლა.
„20 იანვრის პერიოდიდან დაახლოებით ერთ კირის შემდგომ მრუდი დაიწყებს აღმავლობას და თავის პიკურ მაჩვენებელს დაახლოებით მიაღწევს ექვსიდან 10 თებერვლამდე, ამ მონაცემით რეალური არსებული დაავადებული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ იქნება 60 000. სამზე უნდა გავყოთ ეს მაჩვენებელი, რათა მივიღოთ ტესტირებით გამოვლენილი პაციენტების შემთხვევა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2-თან“ საუბრის დროს.
მისივე თქმით,ომიკრონის სამიდან ერთი შემთხვევა ასიმპტომურია.