დაავადებები, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს (?) - ზაზა წერეთლის რეკომენდაცია

წერეთელი

მწვავე კორონავირუსული დაავადების (COVID-19) დროს განვითარებული გულ-სისხლძარღვთა გართულებები კარგად არის აღწერილი, მაგრამ რა ხდება გამოჯანმრთელების შემდეგ და როგორია პოსტკოვიდური გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინებები, ჯერ არ არის ყოველმხრივ შესწავლილი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კვლევებზე დაყრდნობით ვრცლად განმარტავს, როგორია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 წლის შემდეგ.

„ამ დღეებში გამოქვეყნდა ერთი-ერთი პირველი ასეთი კვლევებიდან, რომელიც აღწერს თუ როგორი სიტუაცია კოვიდს გადატანიდან ერთი წლის თავზე. ამერიკელმა მკვლევარებმა გამოიყენეს ეროვნული ჯანდაცვის მონაცემთა ბაზები აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტიდან, და ჩამოაყალიბეს 153,760 COVID-19-ით დაავადებული ინდივიდების საკვლევი ჯგუფი, ისევე, როგორც კონტროლის ორი ჯგუფი 5,637,647 (თანამედროვე კონტროლის ჯგუფი) და 5,859,411 (ისტორიული კონტროლის ჯგუფი) რათა შეეფასებინათ რისკები და კარდიოვასკულური შედეგების წინასწარ განსაზღვრული ინციდენტის ნაკრების კოვიდის გადატანიდან 1 წლის შემდეგ.

კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებიდან პირველი 30 დღის შემდეგ, COVID-19-ის მქონე პირებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი, რომელიც მოიცავს რამდენიმე კატეგორიას, მათ შორის ცერებროვასკულარული დარღვევები, დისრითმიები, გულის იშემიური და არაიშემიური დაავადება, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა და თრომბოემბოლიური დაავადება. ეს რისკები და ტვირთი აშკარა იყო იმ პირებშიც კი, რომლებიც არ იყვნენ ჰოსპიტალიზებული ინფექციის მწვავე ფაზაში და იზრდებოდა ხარისხობრივად მწვავე ფაზის დროს მოვლის გარემოს მიხედვით (არაჰოსპიტალიზებული, ჰოსპიტალიზირებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი).

რისკები აშკარა იყო ასაკის, რასის, სქესის და სხვა რისკ-ფაქტორების მიუხედავად, როგორიცაა მაგალითად, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება და ჰიპერლიპიდემია; ისინი ასევე აშკარა იყო ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება COVID-19- ის გადატანამდე, რაც ადასტურებს, რომ ეს რისკები შესაძლოა გამოვლინდეს თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების დაბალი რისკის მქონე ადამიანებში.

გულ-სისხლძარღვთა შედეგების რისკებისა და ტვირთის ანალიზმა მწვავე ინფექციის მოვლის პირობებში გამოავლინა ორი ძირითადი დასკვნა: (1) რომ რისკები და მასთან დაკავშირებული შემთხვევების ტვირთი აშკარა იყო მათ შორის, ვინც არ იყო ჰოსპიტალიზირებული დაავადების მწვავე ფაზაში - ეს ჯგუფი წარმოადგენს COVID-19-ით დაავადებულთა უმრავლესობა; და (2) რომ რისკებმა და მათთან დაკავშირებულმა ტვირთმა - burden აჩვენა ეტაპობრივი ზრდა COVID-19-ის მწვავე ფაზის სიმძიმის სპექტრის მასშტაბით (არაჰოსპიტალიზებულიდან ჰოსპიტალიზებულ პირებამდე და დამთავრებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში).

თუ გავითვალისწინებთ COVID-19-ით დაავადებულთა დიდი და მზარდი რაოდენობას (რასაც ზოგიერთი სიხარულით აღიქვამს როგორც იმუნური ფენის ჩამოყალიბების კარგ მეთოდს ვაქცინაციასთან შედარებით), და ამ კვლევით გამოვლენილი გულ-სისხლძარღვთა რისკებისა და 12-თვიანი ტვირთის შედეგებს შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ გვაქვს ახლა პოტენციურად დაზარალებული ადამიანების დიდ რაოდენობა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთავრობები და ჯანდაცვის სისტემები მზად უნდა იყვნენ, რომ გაუმკლავდნენ COVID-19 პანდემიის სავარაუდო მნიშვნელოვან წვლილს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის ზრდაში. ამ პირობების ქრონიკული ხასიათის გამო, მათ სავარაუდოდ ექნებათ ხანგრძლივი შედეგები პაციენტებსა და ჯანდაცვის სისტემებზე და ასევე ექნებათ ფართო გავლენა ეკონომიკურ პროდუქტიულობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“, - წერს ზაზა წერეთელი.