პიკი არ გადაგვიგორებია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

მისი თქმით, ძირითადი ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ასევე ონლაინ კლინიკებზე.

„პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბათს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცია 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.