დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალმომრეობითი საქმიანობა უნდა შეწყდეს, როგორც კი ევროპული ბიუროკრატია ობიექტურ კრიტერიუმებზე გადავა, პროგრესს თვალს ვერ აარიდებენ

დავით მათიკაშვილი

საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა თუ არა, ჯერ ამაში უნდა გავერკვიოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთო, ასე გვითხრეს. კარგად გაერკვიონ და კარგად მოუსმინონ, მილიონ ასი ათასი ამომრჩევლის ხმას და აღმოაჩენენ, რომ სადაც ხალხი დგას, ხელისუფლებაც იქ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ვინმე და რამე საქართველოში დემოკრატიის დარღვევას ცდილობს, სამწუხაროდ, ეს ევრობიუროკრატია და ის ფონდებია, რომლებიც საქართველოში რადიკალებს აფინანსებენ“.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალმომრეობითი საქმიანობა უნდა შეწყდეს. როგორც კი ევროპული ბიუროკრატია ობიექტურ კრიტერიუმებზე გადავა, პროგრესს თვალს ვერ აარიდებენ. საკმარისია, დემოკრატიის მდგენელში საკუთარი სურვილები შემოიტანონ საქართველოს პროქსი ძალად გამოყენების, რომ ამ დროს ტყუილები და ძალმომრეობა ჭარბობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.