დაწესდება თუ არა ხელახალი შეზღუდვები ქვეყანაში - რას ამბობენ საკოორდინაციო საბჭოში

შეზღუდვები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. 11 იანვარს ქვეყანაში ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შეზღუდვების შემოღებაზე საკოორდინაციო საბჭოში ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება, ეს საკითხი, შესაძლოა კვლავ განიხილონ.

კითხვაზე,არსებობს თუ არა რაიმე მაჩვენებელი, რის შემდეგაც შესაძლებელია, რომ რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესდეს, გიორგი ღიბრაძემ უპასუხა:

„კონკრეტულ მაჩვენებლებზე არ გვისაუბრია, თუმცა მაშინ, როდესაც ცხადი გახდება, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის პირას დგას და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ამის საკითხი დადგება“,- განაცხადა უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.