101 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ბებო

101 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დათო კობახიძე წერს. 

„დღეს ჩვენი 101 წლის ბებო დაგვიბრუნდა ოჯახში, რომელმაც კოვიდი დაამარცხა

დიდი მადლობა უფალს, მისი ენით აღუწერელი წყალობისთვის და რა თქმა უნდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს , მათი უძილო ღამეებისთვის , გულისხმიერებისთვის და თავდადებისთვის! თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირები და თქვენი საქმის პროფესიონალები!

დიდი მადლობა ჩემს ერთგულ და საამაყო ოჯახის წევრებს, მეგობრებს , კოლეგებს და ნათესავებს, მათ შორის ბებოს მეგობრებს, რომლემბაც არ მიმატოვეთ ამ განსაცდელში. მე ყოველდღიურად ვგრძნობდი თქვენს ყურადღებას, თანადგომასა და სიყვარულს!

გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს დათო კობახიძე.