1-ლი თებერვლიდან, შესაძლოა, უსიმპტომო პაციენტები აღარ გაიტესტონ

კოვიდ ტესტი

1-ელი თებერვლიდან, შესაძლოა უსიმპტომო პაციენტები აღარ გაიტესტონ. ამ ინიციატივით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. წინადადება არ შეეხება სამედიცინო პერსონალს.

„ჩვენ წინადადებით შევედით საბჭოზე, რომ 1-ელი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ დროებით და გადავერთოთ სიმპტომიანი ადამიანების ტესტირებაზე, რათა იმოქმედონ იმ ალგორითმით, რაც დადგენილია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.