1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ვარაუდობს, რომ უძრავ ქონებაზე ფასი კვლავ გაიზრდება.
მისი თქმით, ფასის ნახტომისებური ზრდას ბაზარი ვერ გაუძლებს, ამიტომ კომპანიები ამ ეტაპზე გაზრდილ ღირებულებას მოგების შემცირების ხარჯზე აკომპენსირებენ.
„ფასის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია მიწა და მშენებლობის ხარჯი, მიწის შემთხვევაში თუ ფიქსირებული აქვს კომპანიებს ხარჯი, მშენებლობის მასალების ფასები საკმაოდ გაძვირდა. ჯერ კიდევ გასულ წელს ვსაუბრობდით ამაზე ინფლაციის პროცესების გათვალისწინებით, რასაც წელს დაემატა ომი და ამან დამატებით კიდევ გააძვირა მასალა.
ბაზარი არ მიყვება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება თვითღირებულება, კომპანიებს გვიწევს მარჟების შემცირება. ამ წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა, რომელიც ისედაც დაგეგმილი იყო.
უძრავი ქონების ფასის ზრდა ცუდი არ არის, ეს გარკვეულ ეკონომიკურ სტაბილურობას ნიშნავს, თუმცა არა ამ ტემპით, უბრალოდ იძულებულები ვართ რომ გავზარდოთ, რომ თვითღირებულებას გავყვეთ. სამშენებლო მასალებს უჭირავს 70% საერთო ღირებულებაში, მარტო წელს 20-25%ით არის გაძვირებული. გუშინ რომ დაფიქსირებული იყო რაღაც ღირებულებაში ესა თუ ის მასალა, დღეს შეცვლილია. ომის დაწყების დროს რომ იყო ისეთი აგრესიული ახლა აღარ არის ზრდა, თუმცა ისევ გრძელდება.
ბაზარი სწრაფ ზრდას ვერ გაუძლებს, თუმცა დღესაც რომ შეჩერდეს მასალებზე ფასის ზრდა გარდაუვალია, რომ კიდევ 10%-ით არ გაძვირდეს გამომდინარე გასული წლის და ამ წლის დასაწყისის ფასების მატებიდან, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ კარგ შემთხვევაში კიდევ 10%-ით, ცუდ შემთხვევაში კი უფრო მეტით გაიზრდება ფასი“, - განაცხადა ორთოიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრის დროს.
წყარო: bm.ge