ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1715258466
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia და AJET-ი იწყებს. ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება. ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET-ი რეგულარულ რეისებს სტამბული - თბილისი - სტამბულის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი - თბილისი - ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბული - თბილისი - სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.