1727944755
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, რომელიც ეხება პურს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემები. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს. ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, მზად ვართ ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვიმუშაოთ“, - განაცხადა თურნავამ.