ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
არანაირად გასაკვირიც არ არის ის ძალადობრივი ხასიათი თუ მოწოდებები, რასაც ის ახორციელებს, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება“.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს არის ის ხასიათი და ის სახე, რაც ჰქონდა იმ დროს ხელისუფლებას და შესაბამისად, იგივე ნოტაზე აგრძელებს ის იქიდან, სადაც არის.
„საბედნიეროდ, მას არანაირი უნარი და არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ის სურვილები, რაც მას ამოძრავებს საქართველოსთან მიმართებაში, განახორციელოს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.