სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში ჩავიდა

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ასამბლეაზე ის სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. სერგეი ლავროვი ვიზიტის ფარგლებში, მრავალმხრივ და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. კერძოდ, დღეს კი ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება.

მანამდე, ლავროვმა განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკელ კოლეგასთან აშშ-ის პოზიციის გარკვევას უკრაინის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ვაშინგტონის შუამავლობის ძალისხმევის თაობაზეც.