პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პანდემიის მოსვლასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ფინანსურ სამყაროშიც. შფოთი და ეჭვი,- ასე შეიძლება დახასიათდეს განვლილი 2022.
მაგრამ არის კარგი ამბავი: 2023 წელს ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას ელოდება არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა, არამედ, რეალური კეთილდღეობა. მთავარია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
კონკრეტულად, რა ელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს 2023 წელს, ამას ფინანსური ჰოროსკოპიდან შეიტყობთ:
ვერძი (03/21 - 04/19)
წლის დასაწყისში, ვერძების უმეტესობას, სერიოზული ცვლილებები ელით. ძველ მეთოდებს, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ საჭირო ეფექტი, ამიტომ, მოგიწევთ ახალი გზების ძიება. არ ინერვიულოთ, ასეთი ცვლილებები ხელსაყრელ გავლენას მოახდენს მატერიალურ მდგომარეობაზე და გაზაფხულის დასაწყისისთვის, გექნებათ კარგი შემოსავალი, რაც საკმარისი იქნება არა მხოლოდ საშინაო საჭიროებებისთვის, არამედ, უფრო დიდი და ფართომასშტაბიანი პროექტების შესასრულებლად. ამასთან, უმჯობესია განვითარდეთ IT სფეროში. და თუ ფულს ჩადებთ, მაშინ ეს ეკონომიკურ პროექტებსა და სხვა ინოვაციურ იდეებში უნდა გააკეთოთ. მოგების მხრივ, განსაკუთრებით წარმატებული იქნება პერიოდი სექტემბრიდან ნოემბრამდე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ დროისთვის კარგად დაიგეგმოთ და თქვენი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ტყუპები (21.05 - 20.06)
2023 წელს ტყუპებს ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ინვესტიციებს. ვარსკვლავები გვირჩევენ არა მხოლოდ ფულის ინვესტირებას საკუთარ პროექტებში, არამედ, ინვესტორების მოზიდვას თქვენს ბიზნესში. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, მაშინ შემოსავალი, გაზაფხულის ბოლოს, საგრძნობლად დაიწყებს ზრდას. იღბლის პიკი აგვისტო-სექტემბერში იქნება. შემოდგომაზე ტყუპებს ურჩევენ დაისვენონ . ძალების აღდგენის შემდეგ, შეგიძლიათ, განაგრძოთ ინვესტიციები ინოვაციურ პროექტებში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოგებიანი იქნება. წლის ბოლომდე, არსებობს მემკვიდრეობის მიღების, ან დიდი მოგების შანსი.
კირჩხიბი (21.06 - 22.07)
კირჩხიბები 2023 წელს ფინანსურად სტაბილური იქნებიან. შემოსავლის სერიოზული ზრდა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ უფულოდ არ დარჩებიან. ყურადღება მიაქციეთ, როგორ შოულობენ სხვა წარმატებული ადამიანები და ისწავლეთ მათგან. 2023 წელს ფინანსურად სტაბილურობის მიუხედავად, კირჩხიბებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს მართავენ, შეიძლება, გაუფუჭდეთ ურთიერთობა კოლეგებთან, ამიტომ, უფრო მშვიდი უნდა იყოთ და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. წლის ბოლოს, გაჩნდება დიდი დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. თუმცა, უმჯობესია არ მიიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილებები და უარი თქვათ საეჭვო გარიგებებზე.
ლომი (23.07 - 22.08)
2023 წელს, ლომები შეძლებენ, მნიშვნელოვნად გაზარდონ შემოსავლის დონე. მაქსიმალური წარმატების მისაღწევად, რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ საკუთარ ფინანსებს და სამუშაოს, არამედ, ახლობელი ადამიანების ფინანსურ მდგომარეობასაც. ლომებს ძალიან გაუმართლებთ, თუ დამატებით პროფესიას შეისწავლიან. წლის მეორე ნახევარში, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც , დიდი ალბათობით, სოლიდარულ შემოსავალს მოგიტანთ. წლის ბოლოს, ვარსკვლავები ლომებს სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდებიან, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს მემკვიდრეობის, ძვირად ღირებული საჩუქრის, ჯილდოს, პრიზის მიღებასთან.
საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი თვეებია თებერვალი, აპრილი, სექტემბერი.
ქალწული (23.08 - 22.09)
2023 წელს ქალწულებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი აპრილიდან სექტემბრამდე იქნება. დანარჩენ დროს არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, სამუშაოს შეცვლა, პროექტებში დიდი თანხის ინვესტირება, ფულის სესხება და დიდი შესყიდვებისთვის ფულის დახარჯვა. იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყოთ, არ გირჩევთ, მთელი სამუშაო თქვენს მხრებზე გადაიტანოთ. მნიშვნელოვანია დავალებების და ამოცანების განაწილება თანამშრომლებს შორის. ასევე, ნუ ჩადებთ ინვესტიციას საეჭვო პროექტებში.
წლის ბოლოს, შესაძლოა, ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღოთ. ოღონდ, გასათვალისწინებელი იქნება, ხომ არ მოითხოვს სანაცვლოდ, მჩუქებელი მომავალში თქვენგან რაიმე არასასიამოვნოს.
სასწორი (09/23 - 10/22)
2023 წელი, სასწორთა უმეტესობისთვის, ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება მთვარის დაბნელების დროს. სწორედ ამ პერიოდში ვარსკვლავები გვირჩევენ საინტერესო პროექტებში ინვესტირებას, უძრავ ქონებაში ინვესტირებას, საბანკო დეპოზიტების გახსნას. მიუხედავად იღბლისა, არ უნდა შეცვალოთ სამსახური, თუნდაც შემოთავაზება ძალიან მაცდური იყოს.
ზაფხულის დასაწყისში, დიდი ალბათობით, გამოჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო, რომელიც საშუალებას მოგცემთ სერიოზული დანაზოგი გააკეთოთ. შემოსავლის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შური, ამიტომ, არ არის რეკომენდებული დიდი თანხების გასესხება.
მორიელი (23.10 - 21.11)
2023 წლის იანვრიდან აპრილამდე, მორიელებს ფინანსურ სექტორში მაქსიმალურად გაუმართლებთ. წარმატება მოვა სამუშაოს ამჟამინდელ ადგილზე. თუ თავშეკავებულად მოიქცევით და მიიღებთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, ზაფხულის დასაწყისში, მოსალოდნელია შემოსავლის განსაკუთრებული ზრდა. სექტემბერ-ოქტომბერში მორიელებს დასვენება დასჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ დეპრესია. ამ დროს, აუცილებელია სოლიდური თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე. წლის ბოლოს, სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ, დიდი თანხის სახით.
მშვილდოსანი (22.11 - 21.12)
მშვილდოსნების ფინანსური მდგომარეობა 2023 წელს უცვლელი დარჩება. შემოსავალი სტაბილური იქნება, შეგიძლიათ, დაიწყოთ საქმიანობის ახალი სფეროს დაუფლება, გაიაროთ ტრენინგის კურსები. მომავალში ეს დაგეხმარებათ კარიერის კიბეზე ასვლაში ,ან სხვა, უკეთ ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნაში. აპრილ-მაისში არ უნდა გახსნათ დეპოზიტები, არ ჩადოთ დიდი თანხები ბიზნესში და სხვადასხვა იდეებში, რადგან ამან შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. თუ ფული უცხოურ ვალუტაშია დაგროვილი, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ კურსის რყევების მიმართ და დროულად მიიღოთ გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული დიდი თანხების სესხება თუნდაც ახლო მეგობრებისთვის.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქების ფინანსური მდგომარეობა 2023 წელს საკმაოდ პროგნოზირებადი იქნება. წარმატებები ყველგან და ყოველთვის იქნება. ამით, რა თქმა უნდა, ღირს ისარგებლოთ და დაიწყოთ ინვესტიციების ჩადება დიდ პროექტებში, უძრავ ქონებაში და გახსნათ დეპოზიტები. გაზაფხულზე რეკომენდებულია დამატებითი პროექტის აღება მთავარ სამუშაოზე, ან სხვა სფეროში თანამშრომლობის შეთავაზებაზე დათანხმება. ძალიან გაუმართლებთ, თხის რქებს, რომლებიც, წლის ბოლომდე, სამსახურს შეიცვლიან და რადიკალურად ახალ, უჩვეულო საქმიანობებში ჩაერთვებიან. წლის ბოლოს, დიდმა დატვირთვამ შეიძლება, გამოიწვიოს დაავადებები. ამიტომ, დასვენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა სექტემბერი ნოემბრის ჩათვლით.
მერწყული (20.01 - 18.02)
მერწყულებისთვის 2023 წელი ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული იქნება. შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება, შესაძლებელი იქნება სპეციალობის შეცვლა, ან დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ღირებული ნივთები გამოჩნდება, ბევრ სასარგებლო შესყიდვას განახორციელებთ, ძველი ოცნებები ახდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შემოსავლის გაზრდის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია სახსრების რაციონალურად განაწილება. რეკომენდებულია თანხების დაზოგვა.
წლის ბოლოს, მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება და დაგეგმილი მოგზაურობები შეიძლება ჩაიშალოს.
თევზები (19.02 - 20.03)
თევზებისთვის 2023 წელი ფინანსურად წარმატებული იქნება ივნისიდან სექტემბრამდე. სწორედ ამ პერიოდში, გამოჩნდება კარგი დამატებითი შემოსავალი. ივლის-აგვისტოში შესაძლოა, მოგებიანი შემოთავაზება შემოვიდეს ახლო გარემოდან, რაც კარგ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. მთელი წლის განმავლობაში, რეკომენდებულია მაქსიმალური აქტივობის ჩატარება, სახსრების დაბანდება, ბანკში დეპოზიტების გახსნა. წლის ბოლოს, თევზები უფრო მფლანგველები გახდებიან. და იმისთვის, რომ არ გაფლანგოთ დანაზოგი, უნდა იფიქროთ იმაზე, არის თუ არა ყველა სურვილი ასასრულებელი. კარგი იქნება, ზოგიერთ მათგანს ოდნავ მაინც თუ შეზღუდავთ.
ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, სჯობს, მცირე შესვენება აიღოთ და მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილით დაკმაყოფილდეთ.