ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ქორწინებას გაურბიან

ასტროლოგიური პროგნოზი

ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე რომანტიკულ ურთიერთობებში. მოდით გავარკვიოთ, რომელი ნიშნები იკავებენ თავს ოჯახური ვალდებულების აღებაზე და ოჯახის შექმნაზე.


ტყუპები

ტყუპებს არასტაბილური ხასიათი აქვთ. ქორწინება კი პასუხისმგებლობის აღებასა და პარტნიორის წინაშე ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს, ამიტომ ამ ტიპის ურთიერთობა ბევრ ტყუპს არ ხიბლავს. მათ მალე ბეზრდებათ ერთ პარტნიორთან ცხოვრება, მოსწონთ მრავალფეროვნება ურთიერთობებში. გარდა ამისა, ტყუპებს უყვართ, როცა ვიღაც მუდმივად ზრუნავს მათზე და თუ ტყუპი მაინც დაქორწინდება, ეს კავშირი არ იქნება მშვიდი და სტაბილური.

ლომი

ლომები ყოველთვის დგანან ემოციების, გართობისა და მღელვარების ქარიშხლის წინაშე ურთიერთობებში. ქორწინებაში მათი გრძნობები ადრე თუ გვიან უფრო მშვიდი ხდება, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, ლომებმა შეიძლება მოვლენების ასეთი მიმდინარეობა მოსაწყენად ჩათვალონ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ დადებითი ემოციების ქარიშხლის მომხრენი არიან, კამათი და კონფლიქტები მათი საქმე არ არის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები აფასებენ თავისუფლებას და დროს, რომელსაც მარტო ატარებენ. გარდა ამისა, ისინი ძალიან დაუცველები არიან და ხშირად ეშინიათ ვინმესთვის გულის გახსნის. ასე რომ, მშვილდოსანთან ქორწინება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა პარტნიორი ნდობას დაიმსახურებს და დარწმუნებული იქნება, რომ რჩეული მისგან მუდმივ ყურადღებას არ მოითხოვს.

მერწყული

მერწყულებს უყვართ დროის გატარება ხმაურიან კამპანიაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, მათ ხშირად სჭირდებათ განმარტოება, რადგან მარტოობა მათთვის განტვირთვაა. ეს თვისებები აისახება მერწყულის პირად ცხოვრებაშიც, რომელიც მართალია ყურადღებას და რომანტიკას გამოიჩენს პარტნიორულ ურთიერთობაში, მაგრამ რაც შეეხება ოჯახურ ვალდებულებებს - ეს სრულად არღვევს მათ თავისუფლებას.

თევზები

ეს ზოდიაქოს ნიშანი ძნელად ქორწინდება, რადგან ეშინია ვალდებულებების აღების და ასევე იმისაც, რომ იქნებ არ გაუმართლოს პარტნიორს მოლოდინები, მათ ასევე ეჭვი ეპარებათ, რომ მათი ცხოვრების რჩეული იდეალური ადამიანი იქნება, ამიტომ ისინი იშვიათად ქორწინდებიან.