ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი 2022 წლის ბოლომდე ფინანსურ პრობლემას მოაგვარებს

ასტროლოგია

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს გადაწყვეტენ და საკმაოდ მომგებიან წინადადებებსაც მიიღებენ:

კურო

კურო 2022 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ბიზნეს შეთავაზებას მიიღებს და ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. თუმცა, ჯობს, რომ ამ პერიოდში თანხა უძრავ ქონებაში არ ჩადოთ. სატურნი მერწყულის ნიშანში იქნება, რაც იღბლიანი დღეების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის. გექნებათ არამიზნობრივი ხარჯების რისკიც, თუმცა მალევე მიხვდებით, რას მიანიჭოთ უპირატესობა. წლის ბოლომდე ფინანსების თვალსაზრისით აბსოლუტური სიმშვიდე გელით. გარდა ამისა, სატურნისა და იუპიტერის პოზიცია სამსახურში წინსვლასა და თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.

მორიელი 

ჰოროსკოპის მიხედვით, 2022 წლის ბოლომდე არსებული პერიოდი მორიელისათვის ფინანსურად წარმატებული იქნება. ნებისმიერი წამოწყებიდან, საქმიდან თუ სამსახურიდან კარგ შემოსავალს მიიღებთ და ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. შეგიძლიათ, გააკეთოთ დანაზოგიც, ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. გარდა ამისა, იუპიტერის ხელსაყრელი პოზიცია მიმდინარე თვეების განმავლობაში თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს და იღბალს მოგიტანთ. გელით კარიერული წინსვლაც, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ მხარეს კიდევ უფრო დაასტაბილურებს.

 

მერწყული

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც, ასტროლოგების თქმით, 2022 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ნახავს, მერწყულია. სწორ დროს საჭირო ინვესტიცია კარგ შედეგს მოგიტანთ და კონცენტრაციისა და შორს განჭვრეტის უნარი მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, რეტროგრადული სატურნის დროს, რომელიც 23 ოქტომბრამდე გრძელდება, შესაძლოა საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წახვიდეთ. გექნებათ კარიერული წინსვლაც და ახლა დაგროვილი გამოცდილება კიდევ დიდხანს გამოგადგებათ.