იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
2025 წლის მარტი საკმაოდ რთული თვე აღმოჩნდა. დაბნელების დერეფანი, რეტროგრადული მერკური და ვენერა, სხვა მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებთან ერთად, ადამიანების განწყობასა და ენერგიაზე სერიოზულ გავლენას ახდენდა. თუმცა, აპრილი, წინა თვესთან შედარებით, ბევრად ხელსაყრელი თვეა.
პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. თვის შუა რიცხვებიდან კი სიმდიდრისა და ღირებულებების პლანეტა, ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობას საბოლოოდ ასრულებს, რაც შემოსავლისა და კარიერული მიღწევების თვალსაზრისით, ბევრ ჩვენგანს ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს. ზოდიაქოს 5 ნიშანს კი 2025 წლის აპრილის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება:
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
გასული თვის განმავლობაში, რეტროგრადული მერკურისა და ვენერას გავლენით, შესაძლოა, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით. ფინანსურმა არასტაბილურობამ და დაუგეგმავმა ცვლილებებმა ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დააზიანა. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვლება. ორივე პლანეტის ენერგია დიდ წარმატებასა და მოგებას გპირდებათ. ის იდეები, რომლებიც ადრე გადადეთ, ახლა კვლავ გააქტიურდება. ასევე, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია გაწყვიტეთ, მაგრამ მათთან ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აპრილის მეორე ნახევრიდან თქვენი ყველა მცდელობა და მონდომება დაფასდება და იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. წინ განსაკუთრებით საინტერესო ეტაპი გელოდებათ.
ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
აპრილის ბოლო თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხელსაყრელი პერიოდი იქნება. რადიკალური ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. პლანეტების ხელსაყრელი პოზიცია ფინანსურად დაწინაურებასა და ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. სწორედ ახლა გაქვთ შანსი, მიზნები განახორციელოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ამიტომაც, დროს ნუ დაკარგავთ. მომატებული მოტივაცია, ენერგია მოგცემთ შესაბამის შთაგონებას, რომ დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
პლანეტა მარსი 18 თებერვალს ლომის ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი პერიოდი გელოდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წინ დიდი ფინანსური ცვლილებები გელოდებათ. შესაძლოა, დაწინაურდეთ, დამატებითი შემოსავალი, ბონუსი, ჯილდო, აღიარება მიიღოთ. ან იმ საქმეში ნახოთ მეტი წარმატება, რასაც ახლა აკეთებთ. თუმცა, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი მონდომების გარეშე, თავისთავად მოვა. ამ თვეში თქვენს მონდომებასა და აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოიყენეთ ეს პერიოდი თვითგანვითარებისა და მიზნების მიღწევისთვის. ამისთვის სამყარო ნამდვილად შესანიშნავ ფონს გიმზადებთ...ვრცლად