“დიდ ორშაბათს მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა” - მეტეოროლოგი
1745209006
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი დაბომბვა და სამხედრო მოქმედება პოკროვკის მიმართულებით მოხდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, "რუსეთის პირობა ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ კურსკის მიმართულებითაც არ შესრულდა".
სირსკის მოხსენების თანახმად, სულ ფრონტის ხაზზე 96 რუსული საბრძოლო ქმედება მოხდა, 1882-ჯერ დაიბომბა უკრაინული პოზიციები, აქედან 812-ჯერ გამოყენებული იქნა მძიმე შეიარაღება, ხოლო 950-ჯერ – უპილოტო საფრენი აპარატები.
20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინამ შესთავაზა.
"ეს დღე მოსკოვმა ვერ გამოიყენა იმისთვის, რომ პასუხი გაეცა აღდგომის შემდეგ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე".