ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებისათვის იანვარი განსაკუთრებით პერსპექტიული თვე იქნება. 2026 წლის დასაწყისში მათ ექნებათ შესაძლებლობა, იღბალი, წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდონ:
კურო
თვის დასაწყისიდანვე შესაძლოა, ჰორიზონტების გაფართოების განსაკუთრებული სურვილი იგრძნოთ. 2026 წლის პირველი თვე გიბიძგებთ, გასცდეთ არსებულ საზღვრებს, მიიღოთ ახალი ცოდნა, დაეუფლოთ განსხვავებულ უნარებს და დაგეგმოთ მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურობას აფასებთ და კომფორტის ზონიდან გასვლა არ გიყვართ, 2026 წლის იანვარი ყველა შანსს გაძლევთ, რომ იმ ცვლილებებისკენ, რომლებზეც სულ ოცნებობდით, პირველი ნაბიჯები გადადგათ და მიზნების განხორციელება დაიწყოთ.
თხის რქა
თქვენი სეზონი გრძელდება, მაგრამ იანვარი თვითრეალიზაციის კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს იძლევა. თვის პირველი რამდენიმე დღის შემდეგ, მზე, ვენერა, მარსი და მერკური თქვენს პირველ სახლში იქნება, რაც თავდაჯერებულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს. შინაგან მზაობას იგრძნობთ, რომ დაიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ. ახლა გაქვთ შანსი, მოიპოვოთ აღიარება, დაწინაურდეთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.
მერწყული
თვის პირველი ნახევარი შესაძლოა, ნელი და მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ 2026 წლის იანვრის მეორე ნახევარი არაერთ წარმატებას გიმზადებთ. პირველ რიგში, ეს შინაგანი ჰარმონიის აღდგენის პერიოდი იქნება. 17 იანვრის შემდეგ პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში შედის, 19 იანვარს კი მზე. ეს არის პერიოდი, როდესაც მომატებულ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, მარტივად შეძლებთ მოლაპარაკებებს, ურთიერთობების დალაგებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას...ვრცლად