დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„11 მაისიდან 28 ოქტომბრამდე ვერძისა და მისი მონათესავე ნიშნებისთვის ბედნიერებისა და გამარჯვების პერიოდი იწყება“- ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში თქვა, სადაც მიმდინარე კვირის დადებით და ნეგატიურ ტენდენციებზე ისაუბრა.
„გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ოთხშაბათს, 11 მაისს ვერძის ზოდიაქოში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძის მონათესავე ნიშნებსაც - მშვილდოსანს, მერწყულს ელის ძალიან პოზიტიური სხივი, რომელიც 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როცა დიდი ბედნიერებისა და გამარჯვების პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერძს ყველა დონეზე, წარმატების მიღწევის ყველაზე მაღალი შანსები ეძლევა“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.