ზაფხულის 8 დღე, რომელიც განსაკუთრებით იღბლიანი და ხელსაყრელი იქნება

საფულე

2023 წლის ზაფხულის ყველზე ხელსაყრელი და იღბლიანი დღეები, როცა განსაკუთრებით გაგიმართლებთ და წარმატების მიღწევას შეძლებთ, ასტროლოგები ასახელებენ.

14 და 15 ივლისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღებია, როდესაც ადამიანები განსაკუთრებულ იღბალსა და გამართლებას იგრძნობენ. ამ დღეებში იგრძნობთ დიდი მოტივაციას და შემართებას. წამოიწყეთ ახალი პროექტები, ჩაერთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში, დაიწყეთ ის, რისი განხორციელებაც სულ გინდოდათ. სამყარო თქვენს მხარესაა.

ასევე, ივლისის მეორე ნახევარი სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ საუკეთესოა.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები 27 და 28 ივლისია.

ასტროლოგების თქმით, აგვისტოში 4 მნიშვნელოვანი დღეა: 12 და 13 აგვისტოს მზე ვენერას შეუერთდება. ეს კი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება საქმიანი ურთიერთობებისა და ფინანსების კუთხით. შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი მოგება, ფინანსური გამართლება ნახოთ, სამსახურში დაგაწინაურონ, პოზიცია შეგიცვალონ და ხელფასი გაგეზარდოთ, ან კიდევ თქვენი პროექტები, წამოწყებული საქმეები წავიდეს იმდენად კარგად, რომ მნიშვნელოვანი მოგება ნახოთ.

24 და 25 აგვისტოს კი პლანეტა მარსი პლუტონს უერთდება და ჰარმონიულ კავშირს ქმნის. ითვლება, რომ ეს კომბინაცია ადამიანების ქვეცნობიერზე, ქცევებსა და ფიქრებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. თუ დიდი ხანია, კონკრეტული პრობლემისგან თავის დაღწევას ცდილობთ, გამოსავალი გინდათ, რომ იპოვოთ, სწორედ ამ პერიოდში შეძლებთ. თქვენთან არასტანდარტული იდეები და გზები მოვა, რომელთა დახმარებითაც გათავისუფლდებით იმისაგან, რაც გაშფოთებთ და განერვიულებთ.

„ცოტაც გაუძელით...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის წარმომადგენლებს მიმართავს

2023 წლის ზაფხულის ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი დღეები, როცა განსაკუთრებით გაგიმართლებთ