ყველაზე ხელსაყრელი თარიღები ოქტომბერში სასიყვარულო ურთიერთობისთვის

ჰოროსკოპი

გაგაცნობთ, შემოდგომის მეორე თვის რომელი დღე იქნება ყველაზე წარმატებული ცხოვრების ყველა სფეროსთვის:

17 ოქტომბერი - მთვარე კირჩხიბის ნიშანში იქნება, მზე სასწორში, მარსის კი ტყუპებში

ეს დღე საუკეთესოა იმისათვის, რომ რეალურად გაერკვეთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს მიმართ. გარდა ამისა, შესანიშნავი დღეა კონფლიქტებისა და გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. მარსის ეს პოზიცია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ბოლოსდაბოლოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ, სიყვარულში გამოუტყდეთ ვინმეს, ან თავად მიიღოთ ინიციატივა, დაასრულოთ საბოლოოდ ის ურთიერთობა, რომელიც ტანჯვას განიჭებთ და დაიწყოთ ცხოვრება სულ სხვა ფურცლიდან.

21 ოქტომბერი - მთვარე ქალწულში, პლანეტა ურანის ტრინი კი კუროში იქნება

ამ დღეს ახალი მეგობრების, პარტნიორებისა და თანამოაზრეების შეძენის პრობლემა არ შეგექმნებათ, რადგნაც პლანეტების ეს კომბინაცია საოცარ თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ და ამას გარშემომყოფებიც იგრძნობენ. 21 ოქტომბერს შესაძლოა იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგრამ არც ამის შეგეშინდეთ - ყველას გასაკვირად, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებები წარმატებამდე მიგიყვანთ.