დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ზოგიერთი ადამიანი ასტროლოგიას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ცხოვრების მთავარ მოვლენებს პირადი პროგნოზის მიხედვით აწყობს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა დედობაა. ნახეთ, რას ამბობენ ასტროლოგები, როგორი დედა ხართ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
დედა-ვერძი
ყოველთვის მზად არის თავი მიუძღვნას ოჯახურ ცხოვრებას, შვილებს და ცდილობს იყოს ყველაზე უკეთესი. ეძებს ახალ იდეებს, კითხულობს მრავალ წიგნს, რათა გაზარდოს ყველაზე საუკეთესო შვილი. როგორც წესია უარყოფს პედიატრების რჩევას - ის ხომ იდეალური დედაა და მან უკეთ იცის, რა ესაჭიროება შვილს. როდესაც შვილები გაეზრდება, ყველანაირად ხელს უწყობს მეგობრებთან ურთიერთობას. შეუძლია მოუწყოს გრანდიოზული დაბადების დღე. ის თვლის, რომ მისი შვილი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა და უნიკალური.
დედა-კურო
ბავშვების გარეშე მისი აზრით სიცოცხლე შეუძლებელია. ყველაფერი - მხოლოდ შვილებისათვის, ისინი წარმოადგენენ მისი არსებობის არსს და მათ მიმართ იგი უაღრესად თავდადებულია. ყოველთვის ცდილობს იყოს სამართლიანი და აკონტროლოს შვილების პრობლემები და სირთულეები. დედა-კურო ყველაზე მოტრფიალე დედაა. იგი გამუდმებით ეხვევა და ჰკოცნის შვილებს, მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ უფროს ასაკში შვილები შეიძლება ”იგუდებოდნენ” მისი გადამეტებული მეურვეობისაგან. ამ ნიშნის დედებს სურთ, რომ შვილები იყვნენ ლამაზები, სიცოცხლით აღსავსე და გააჩნდეთ კარგი მადა.
დედა-ტყუპები
დედობის გრძნობის უდიდესი გამოხატვის შესაძლებლობების მატარებელია. ყრმობიდანვე ასწავლის შვილებს დამოუკიდებლობას. ამისათვის აქვს უამრავი წიგნი და დიდაქტიკური თამაში. ეამაყებათ შვილების განვითარების პროგრესით, სკოლაში კარგი სწავლა, მაღალი ნიშნები და მცირედი წარმატებებიც კი. მას შეუძლია გაიფუჭოს ნდობით აღსავსე მეგობრული ურთიერთობები, თუ შვილებისგან მოითხოვს მეტ დამორჩილებას. გადამეტებული დემოკრატია - მისი ძირითადი მახასიათებელია, იგი ხომ საკუთარი შვილის ყველაზე კარგი მეგობარია.
დედა-კირჩხიბი
ყოველთვის ნაზი და ყურადღებიანია შვილებთან ურთიერთობაში, ეცდება დაუბრუნოს შვილს ღიმილი, თუ დაინახა ის მოწყენილი. ყოველთვის მორიდებული, ის შეიძლება გამხეცდეს, თუ მის შვილს დაემუქრება მცირედი საფრთხეც კი. დიდ ყურადღებას ანიჭებს სენტიმენტალურ წვრილმანებს. როგორც წესია, ინახავს ყველა ფოტოსურათს, წერილს, სკოლის დღიურებს, ყველაფერს, რაც ასახავს მისი შვილების აღზრდის ისტორიას.
დედა-ლომი
ნიშნის თვისებებიდან შესაბამისად სურს იმეფოს და იბრწყინოს. მის შვილებს უნდა გააჩნდეს ყველაფერი ძვირი და საუკეთესო. შეუძლია პატიება, გულუხვია, კარგად იცის საზღვრების გავლება ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი უმთავრესი სურვილია - იხილოს ბედნიერი, თავდაჯერებული და ცხოვრებაში წარმატებული შვილები და როგორც ყველა ლომს, როგორც მას ასევე შვილებს უყვართ ერთმანეთთან თამაში.
დედა-ქალწული
ამ ნიშნის დედას არ ხიბლავს კრუხივით ცხოვრება, იმავდროულად ის ყურადღებით თვალ-ყურს ადევნებს შვილების განვითარებას, აძლევს რჩევასა და ეხმარება მიეჩვიონ დამოუკიდებელ აზროვნებას. ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს გულცივი, მაგრამ მისმა შვილებმა კარგად იციან დედის თავშეკავებული ალერსის შესახებ და კარგად აღიქვავენ მის იუმორის გრძნობას. შვილს ასწავლის გემოვნებით ჩაცმას და საერთოდ, როგორ აკეთოს ყველაფერი გამართულად. დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის ფიზიკურ აღზრდას, მისი ჰიგიენისა და კვების საკითხებს.
დედა-სასწორი
ზოგჯერ ამ ნიშნის დედებს ღლის მძიმე ოჯახური შრომა, უწესრიგობა და ხმაური. მას უყვარს სამართლიანობა. ამის გამო შეიძლება ”აფეთქდეს” კიდევაც, მაგრამ მის საყვარელ შვილებს ძალიან უყვართ დედასთან ურთიერთობა, ძილისპირული ზღაპრების მოსმენა, ყოველმხრივ იწვევენ დედის ალერს. დედა-სასწორს სურს პირველ რიგში იყოს გულწრფელი და სამართლიანი შვილების მიმართ. მას გააჩნია არა მარტივი ხასიათი, ურთიერთობა მასთან აგრეთვე არ არის მარტივი, მაგრამ შვილებისთვის ის ყოველთვის ყველაზე ლამაზი და კეთილი დედაა.
დედა-ღრიანკალი
მან ყველაფერი იცის თავისი შვილის შესახებ მისი ამ ქვეყნის მოსვლის წამიდან. ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე მისი ძლიერი ინტუიცია იცავს შვილებს შეცდომისგან. წინათგრძნობით ის ყოველთვის იგებს, თუ რაა მოუწესრიგებელი მათ ცხოვრებაში. მისი სიყვარული შვილისადმი უსაზღვროა, უაღრესად თავდადებულია, მისი დრო და გული სრულად ეკუთვნის მის შვილს. მას გააჩნია უნარი აღმოაჩინოს და განავითაროს შვილში ნიჭის ყველა გამოვლენა.
დედა-მშვილდოსანი
ძალიან სერიოზული და უაღრესი პასუხისმგებლობის დედაა. მას ყველაფერი განრიგით აქვს: კვება, ბანაობა, თამაში. ყველაფერი აქვს გაზომილი დროში. მან კარგად იცის, რომ ბავშვის დღის რეჟიმი - ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. მას გააჩნია უნიკალური უნარი მოუწყოს შვილებს თამაშები, დღესასწაულები, სხვა და სხვა ღონისძიებები და ყველაფერი ეს თავგადასავლად აქციოს ბავშვებისათვის. თანდაყოლილი იუმორის გრძნობის გამო მასთან არასდროს არ მოიწყენ და ბავშვებს ეს ძალიან ხიბლავს.
დედა-თხის რქა
ნიშნის თვისებებიდან გამომდინარე თავშეკავებული და მოკრძალებულია, მაგრამ ამ გარე იერის მიღმა უდიდესი სიყვარული და სინაზე იმალება. ის მკაცრი და მომთხოვნი დედაა, რომელსაც უყვარს წესრიგი და როდესაც ბავშვები უჯერებენ. იმავდროულად მისი შვილი მისთვის მთელი სამყაროა, მხოლოდ დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა შვილს აუსრულოს თუ გინდ ყველაზე უაზრო ოცნება.
დედა-მერწყული
ყველაზე დამოუკიდებელი დედაა და შვილებისათვის აგრეთვე სურს თავისუფლება. ყოველთვის გაბედულია და მზადყოფნაშია მოულოდნელობის მიმართ. მას სურს, რომ მის შვილებსაც გააჩნდეს მისნაირი ავანტიურიზმის გრძნობა, ამოუწურავი ცნობისმოყვარეობა და ოპტიმიზმი. ის ანიჭებს თავის შვილებს ქმედებისა და აზროვნების თავისუფლებას, რათა უკეთ გამოიცნონ საკუთარი თავი, ადგილი და შესაძლებლობები გარე სამყაროში. ერთდროულად ნაზი და მხიარულია.
დედა-თევზები
ყველაზე მგრძნობიარე დედა, რომელიც ღრმად განიცდის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მის შვილებთან. ის ზრუნავს მათ ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე და შეუძლებელს გააკეთებს შვილების ბედნიერებისათვის, რათა ისინი კმაყოფილნი იყვნენ თავისი ცხოვრებით. საფრთხე იმაშია, რომ ის უსაზღვრო სიყვარულითა და ზრუნვით შესაძლოა აჭარბებდეს გონიერებას, შვილებმაც, ხომ უნდა იფიქრონ და იზრუნონ საკუთარ თავზე, ხომ ვერ აუკრძალავს დამოუკიდებელ ცხოვრებასა და სიყვარულს. უმჯობესი იქნებოდა, მისცეს მათ მეტი თავისუფლება და სჯეროდეს მათი.