სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736151283
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება და ისევ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს. თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ფულის ვალად გაცემა და სესხად აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე გიშერი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს.