ვის მხარესაა ფორტუნა - ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რაში უმართლებს

ასტროლოგია

1. ვერძი

ვერძებს ყველაფერში უმართლებთ, ფორტუნა ყოველთვის მათ მხარეზეა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იღბლიანნი არიან როგორც სიყვარულში, ასევე ფულშიც. მათი წარმატებები კი იმით არის განპირობებული, რომ ვერძები აზარტულები არიან და წაგების არ ეშინიათ, ვინაიდან მათ თამაშის პროცესი უფრო იზიდავთ, ხოლო შედეგი მათთვის მეორეხარისხოვანია. ნუ ეცდებით მათ მიჰბაძოთ - თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ!

2. კურო

კუროს საოცრად უმართლებს სიყვარულში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმაც იცის როგორ მოხიბლოს ყველა. ეს კი მათთვის ფინანსური გამარჯვების მომტანია. თუ კურო საკმაოდ მოხერხებულია, ის შეძლებს გამოიყენოს ნაცნობობა თავის სასარგებლოდ ყოველთვის და ყველგან.

3. ტყუპები

ტყუპებს ფორტუნა ხშირად არ სწყალობთ. ძირითადად წარმატება მათ იქ ელოდებათ, საიდანაც გამოსავალი არ არის. უმეტესად რაღაც სასწაულით, ყველაფერი ისე ბრუნდება მათკენ, რომ ისინი ახერხებენ წყლიდან მშრალი გამოვიდნენ. მაგალითად, როცა ფინანსურად უჭირთ, ვიღაც სჩუქნით მათ ფულს. ტყუპები ეს ის ნიშანია, რომლებიც ხშირად სხვის ხარჯზე ცხოვრობენ.

4. კირჩხიბი

კირჩხიბს ფულის საკითხებში განსაკუთრებით მაშინ უმართლებს, როცა დგება საკითხი თუ რომელ ბიზნესში დააბანდოს იგი. ისინი ბიზნესმენებად იბადებიან, რომლებმაც ყოველთვის იციან როგორ გაზარდონ თავისი კაპიტალი და არ ჩავარდნენ ვალების ხაფანგში. მათ ზუსტად იციან ვისთან დაიჭირონ საქმე. ცხოვრების მანძილზე კირჩხიბები ყოველთვის მეგობრად ისეთ ადამიანებს ირჩევენ, რომლებიც მათ ზურგს არასდროს არ შეაქცევს.

5. ლომი

ლომს ბევრი მანკიერება და სუსტი მხარე აქვს, ამიტომ ფორტუნა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებს. იღბალი ანებივრებს მათ იმ ადამიანებით, რომლებიც ლომს მთელ თავის სიყვარულს უძღვნიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ არა იმიტომ რომ ისინი ასეთი შესანიშნავები არიან, არამედ იმიტომ რომ ასე სურთ ვარსკვლავებს და სამყაროს.

6. ქალწული

ქალწულებს იღბალი მაშინ უღიმით, როდესაც ამას არ ელიან, მაგრამ შედარებით იშვიათად ვიდრე სხვა ნიშნებს. ეს კომპენსირებულია მათი ნიჭით და უნარით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ქალწულებს შეუძლიათ დააგროვონ ფული, ისაუბრონ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და გააჩაღონ ბრძოლა საჭირო მომენტში. ისინი სტრატეგები და დიპლომატები არიან.

7. სასწორი

სასწორი თითქმის ქალწულივით არის იღბალში. უიღბლობა მათ თითქმის მუდმივად უკან სდევს. მაგრამ მათ ერთი დიდი პლუსი აქვთ. დაბადებიდან დაჯილდოებულნი არიან მომხიბვლელობით და ქარიზმით. ხიბლი ეხმარება მათ სიყვარულში, იცავს დამარცხებისგან და უბრალოდ წარმატება მოაქვს.

8. მორიელი

მორიელი ბუნებით ძლიერია და იღბალიც მუდამ თან სდევს. ისინი ძალიან ადვილად უმკლავდებიან პრობლემებს და აღწევენ თავს რთულ სიტუაციებს. თუ შენობაში ბომბია, ის აუცილებლად გადარჩება... თუ სამყაროს დასასრული დადგება, მორიელი დედამიწის მოსახლეობას აღადგენს.

9. მშვილდოსანი

მშვილდოსანს ყოველთვის უმართლებს და ეს არ არის დამოკიდებული მათ ქმედებაზე. საკმარისია ძალინ მოინდომონ და ისინი მცირე ხანში აღწევენ წარმატებას. მათი იღბალი ვერძებისას უტოლდება, რიგ შემთხვევებში კი აღემატება კიდეც.

10. თხის რქა

შეეკითხეთ თხის რქას, იღბლიანი არის თუ არა?- იგი გიპასუხებთ, რომ არა! საკუთარ თვალში ისინი დატანჯულები არიან და ყველაფერს თავისით აღწევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. იღბალი ხშირად მათ მხარეზეა და გამარჯვების შანსს აძლევს. სიყვარულშიც იღბლიანები არიან, მაგრამ ისინი ხშირად ამას ვერ ამჩნევენ ან არ იყენებენ შანსს.

11. მერწყული

კიდევ ერთი იღბლით გათამამებული ნიშანი. მათ უყვართ გარისკვა, რის გამოც ბედი მათ წარმატებებით ანებივრებს. ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან, რადგან სხვებზე მეტი იციან.

12. თევზები

თევზებს საკმაოდ ხშირად უმართლებთ, მაგრამ სამყარო თითქმის ყოველთვის იღებს სანაცვლოდ მათგან რაიმეს. თუ თევზები ვერ ხვდებიან რაში გაუმართლათ, მაშინ ისინი სირთულეებს აწყდებიან. უწოდო უიღბლო თევზებს არასწორია, მაგრამ ვერც იმას იტყვით, რომ ფორტუნა მათ მხარეზეა.