„მოემზადეთ, ახლა თქვენი დროა“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მიმდინარე კვირა საუკეთესო

ცაგარელი

„ენერგეტიკული კუთხით პოზიტიური კვირა გველის", - ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე თვის მნიშვნელოვან დღეებზე ,,იმედის დილაში" ისაუბრა.

მისი თქმით, 5 დეკემბრამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია.

მიხეილ ცაგარელი მშვილდოსნებს მიმართავს: ,,მოემზადეთ, ახლა თქვენი დროა".

ნახეთ, მიხეილ ცაგარელის პროგნოზით როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი - ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური, მებრძოლი სულის კვეთების მატარებელი და გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ სხვებს, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. საუკეთესო პერიოდია სერიოზული ტრანსფორმაციისთვის, ბიზნესისათვის, შესაძლოა, კარიერაში გქონდეთ სერიოზული წინსვლა. შეიძლება ახალი ფირმა გახსნათ, რაც წარმატებას მოგიტანთ. კარგია მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი.

კურო - გრძნობს თავს სტაბილურად. ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ შრომის უნარიანობას, მოთმინებას და ნებისყოფას არ უჩივის. თუ რამე ინტერესთა თანხვედრა გქონდათ, გამოსწორდება. შეიძლება საინტერესო წინადადებები მიიღოთ კარიერული განვითარების კუთხითაც. ენას კბილი დააჭირეთ. მაქსიმალურად დაიცავით საიდუმლო.

ტყუპები - გამოცოცხლდებით და ენერგოტონუსი გაგიუმჯობესდებათ. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, გონებამახვილობა და საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ. პრობლემების მოგვარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. საკუთარი პოტენციალი შემოქმედებითი კუთხით შეგიძლიათ წარმოაჩინოთ.

კირჩხიბი - თქვენთვის ეს პერიოდი კარგია. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიციაც მაღალ დონეზეა, რაც ხელს გიწყობთ გააკეთოთ სწორი არჩევანი. კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან გააუმჯობესებთ ურთიერთობას. თუ რამე პრობლემები გქონდათ, ახლა მარტივად გადაწყვეტთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს ახალმთვარეობა, რომელიც ხუთშაბათს გვაქვს და ამ დღეს ცოტა ფრთხილად იყავით.

ლომი - იმპერატორთა ნიშანი გამოცოცხლდება. მოიმატებს ენთუზიაზმი. ეს ის პერიოდია, როცა შვილებთან გაიუმჯობესებთ ურთიერთობას. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია. თუ რამე ძველი პრობლემა იყო, ახლა ადვილად გადაწყვეტთ. შეიძლება ახალ რომანტიულ კავშირებში ჩაერთოთ, მიიღოთ კონკურსებში მონაწილეობა და გახდეთ წარმატებული.

ქალწული - ენერგოტონუსი საკმაოდ მდგრადია, იღბლიანობაც მაღალია, რის გამოც, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდნენ პარტნიორები, რომლებიც სულ სხვა კუთხით დაგანახვებენ თქვენს ტაქტიკურ სვლას. მიხვდებით სად ცდებით. თუ გინდათ სახლში დიზაინის შეცვლა, საუკეთესო პერიოდია ამისთვის.

სასწორი - თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. თქვენი ენერგოტონუსი მატულობს და ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება. საუკეთესო პერიოდია ფინანსური მხარის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი ნიჭის გამოსააშკარავებლად.

მორიელი - ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია სასწაული, აკეთებთ ზუსტ არჩევანს. გაჩნდება კარგი ფაქტორები, რაც თქვენს ფინანსურ მხარეს გააუმჯობესებს. შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოთ დივიდენდები, ან ახალ პროექტებში ჩაერთოთ. საკმაოდ კარგი კვირაა პირადი ურთიერთობებისთვისაც.

მშვილდოსანი - ახლა თქვენი დროა. ყველაფერი უმჯობესდება და მატულობს. ენერგოტონუსი ზემაღალი გაქვთ, ლიდერის თვისებები, მებრძოლი სულის კვეთება, ენთუზიაზმი, უშიშრობა და ორგანიზატორული თვისებები იმატებს, რაც საინტერესო იდეების რეალიზაციაში დაგეხმარებათ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მხარეც.

თხის რქა - შეგიძლიათ ფინანსური კუთხით წარმატებას მიაღწიოთ. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გქონდათ დაკონსერვებული. შესაძლებლობები გაქვთ.

მერწყული - გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი მოიმატებს, შრომის უნარიანობა და ნებისყოფა მოიმატებს. ახალი სამსახური, პროექტები, იდეები და ხელშეკრულებები გამოჩნდება. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტთან, რადგან შესაძლოა, გაიცნოთ საჭირო ადამიანები. საუკეთესო პერიოდია სულიერი განახლებისთვის.

თევზები - ენერგოტონუსი მაღალია. რადიკალურად იცვლება საკითხები, რომელიც იყო პრობლემური. ურთიერთგაგება მატულობს. ის რაზედაც არ მოდიოდნენ ხელმძღვანელები, ახლა პირიქით. ეს არის პარტნიორული და სასიკეთო ცვლილებების საუკეთესო პერიოდი. საინტერესო იდეების ჩამოყალიბების შანსი გაქვთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა. ყველა დონეზე გაქვთ შანსები.