უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდა, მერე თავის ახლობლებთან კონტაქტობს - მიხეილ ცაგარელი

ცაგარელი

უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდა, მერე თავის ახლობლებთან კონტაქტობს,  - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ნოესთან“ განაცხადა.

„სულებთან კონტაქტი რომ არსებობს, ამას ლაპარაკი რად უნდა. უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდა, მერე თავის ახლობლებთან კონტაქტობს. ხშირად ამა თუ იმ პრობლემებზე აფრთხილებს კიდეც. ამიტომ ეს კონტაქტი ყოფილა და არაერთ ექსტრასენსს გაუკეთებია კიდეც.

სიზმარი ეს არის სარკე, ორ სამყაროს შორის პოზიცია, რომელშიც ვარდება ადამიანი. ჩვენ სიზმრით შეგვიძლია იმ სამყაროში გავიდეთ და უკან დავბრუნდეთ. მთავარია, სიზმარი ცნობიერია თუ არა.

სარკიდან შესაძლოა, ადამიანი ასტრალურ ზონაში და სხეულში გავიდეს. ოღონდ სარკესთან სწორი მუშაობა უნდა ვიცოდეთ. სარკიდან შეიძლება ნეგატიური ძალაც გამოჩნდეს, რომელსაც არაერთი ადამიანი შეუშინებია“ - განაცხადა ცაგარელმა.