„თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება...“ - ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჰოროსკოპი

„არის ძალიან საინტერესო თვე, არც ისეთი სტრესული როგორც ზოგს ჰგონია. უფრო მეტი ემოცია, იდეოლოგიური გამოღვიძებები, სერიოზული მაგალითები სიმამაცის, მოტივაციის გვექნება. გაიზრდება ღირსების შეგრძნება, ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილი. გვექნება ახალი მთვარე, სავსემთვარეობა. ნოემბერი ფასეულობათა სისტემას გადააფასებს. თვის მთავარი მესიჯი სიმარტივე, მეტი იუმორი და ალტერნატიული გზების ძიებაა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა. ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ცხოვრების ახალ, ოც წლიან ფურცელს შლით. დასაწყისში მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმატებს დატვირთვა, გაგიჭირდებათ პრიორიტეტების დალაგება, სურვილი გექნებათ უმისამართოთ იქნიოთ ხმალი. თქვენს ზურგს უკან ბევრ ადამიანს ატკენთ და ეს გამარჯვება რამდენად გიღირთ, ამაზე უნდა დაფიქრდეთ.

კურო

ნოემბერი მოგიტანთ მნიშვნელოვან ეტაპს ყველანაირი ტიპის ურთიერთობებში. მოგიწევთ ტრანსფორმირდეთ. 20 რიცხვამდე პერიოდი თქვენთვის იქნება ძალების მოზღვავების, საკუთარი თავის რწმენის გაძლიერების, რაც საშუალებას მოგცემთ პარტნიორულ ურთიერთიობებში ხმამაღალი განაცხადი გააკეთოთ. მოგიწევთ სტატუსის, სამსახურის ცვლილება.

ტყუპები

ეს თვე დაგეხმარებათ საკუთარი თავის სხვანაირად დანახვაში. მოიშორებთ სამუდამოდ ირაციონალურ შიშებს. გადაიშლება ახალი ფურცელი ურთიერთობების მხრივ. მიხვდებით, რომ ურთიერთობები თქვენივე შიშების გამო არ გამოგდიოდათ. ზოგიერთი თქვენგანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთდებით. ფიქრები გექნებათ, რომ რამე არ გამოგეპაროთ. მოერიდეთ დემაგოგიას.

კირჩხიბი

ძირითადი გადატვირთვა გელოდებათ გუნდში, ჯგუფში, კოლექტივაში, მომავლის მიზნები, საერთო ჰორიზონტები. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფულზე, მატერიალურ მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი იქნება. ფული - როგორც რესურსი კი არა, ფასეულობათა სისტემასაც შეცვლით. შეიძლება გაჯიუტდეთ, რაღაცის დათმობა არ გინდოდეთ. გაურკვეველია ვინ არის თქვენთან, ვინ არის თქვენი მტერი. ცოტა ქაოსში ხართ, ჩამოუყალიბებლები ხართ, თუმცა თვის ბოლოს გაირკვევა ყველაფერი.

ლომი

გამოიყენეთ პერიოდი თვითანალიზისთვის. შესაძლოა განცდა, ისე არ გაფასებდნენ. კარგი იქნება დაფიქრდეთ, რატომ რეზონირებთ სხვა ადამიანების დამოკიდებულებაზე. ყველაფერი გავა ოჯახურ, ნათესაურ კავშირებზე. 1 ნოემბერს გვაქვს ახალი მთვარე, თქვენი ურთიერთობების ტრანსფორმირება მოხდება და საბოლოოდ გადაჭრით ოჯახურ სიტუაციებს, ან მოხდება სეპარაცია. განაგრძეთ კითხვა...