რატომ არ შეიძლება მაკრატლის ხელიდან ხელში მიწოდება? - რა უნდა ვიცოდეთ ნეგატიური ენერგიის მატარებელ საგნებზე

მაკრატელი

ხალხურ გამოცემებში უამრავი მინიშნებაა ისეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევას რომ ეხება, არადა, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ იცით, რა შემთხვევაში და რის გადაცემა არ შეიძლება ხელიდან ხელში ან, რას მოასწავებს მაცივრისა თუ საკეტის დაზიანება სახლში? ეზოთერიკოსი საუბრობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ფულის, სამკაულის, მჭრელი ხელსაწყოს, პურის, ხახვისა თუ თილისმა-ამულეტის ხელიდან ხელში გადაცემას და რაზე უნდა გაამახვილოთ ამ დროს ყურადღება, რომ მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ. 

– ცნობილია, რომ ნეგატიური ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის კეთილდღეობაზე და როგორც წესი, ასეთი შეტყობინებები გარკვეული ობიექტების მეშვეობით იგზავნება. წინაპართა გადმოცემით, ყველა საგანს იმ ადამიანის ენერგია აქვს, რომელსაც ეკუთვნის. სწორედ ამ მიზეზით, არ უნდა მოისინჯოთ, ჩაიცვათ სხვა ადამიანის პირადი ნივთები. ამ გზით საკუთარ თავზე იღებთ მის ყველა უბედურებას, განსაცდელსა თუ ნეგატივს. განსაკუთრებით ძლიერია ასეთი ზემოქმედება, თუ ნივთს ხელიდან ხელში მიაწოდებთ…

– კონკრეტულ საგნებს გულისხმობთ?

– დიახ და მათგან უპირველესი ფულია – სწორედ მისი საშუალებით ხდება ყველაზე ხშირად ზიანის გადაცემა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ხის საშუალებით შეიძლებოდა ფულისთვის ნეგატივის მოცილება. შესაბამისად, არ შეიძლება ფულის ხელიდან ხელში გადაცემა. განსაკუთრებული ყურადღება იმ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ. ის კი ცდილობს, ხელიდან ხელში გადმოგცეთ ფული. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მაღაზიაში ყიდულობთ რაიმეს, შეეცადეთ, ფული სალაროსთან მისთვის განკუთვნილ ადგილზე მოათავსოთ და ხურდაც მხოლოდ იქიდან აიღოთ. შემდეგია ბეჭდები, ძვირფასი სამკაულები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლოთ, თუ თქვენ არ გეკუთვნით. ხალხური მინიშნებების მიხედვით, სწორედ სამკაულების დახმარებით თავისუფლდებოდნენ ადამიანები პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან. ამიტომ, თუ ვინმე გთხოვთ, თავისი ან სხვისი ბეჭედი მოიზომოთ, უარი უთხარით და ამისთვის ნებისმიერი საბაბი გამოიყენეთ. თუმცა არის სიტუაციები, როცა სხვისი სამკაულის აღება მაინც მოგიწევთ, რათა კონკრეტულ პირს გადასცეთ. ასეთ შემთხვევაში, სამკაულის მომწოდებელს სთხოვეთ, ის მაგიდაზე დადოს.

– გამიგია, რომ მაკრატლის ხელში მიწოდება არ შეიძლება?

– ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ მჭრელი საგნების ხელიდან ხელში მიწოდება არ შეიძლება, რადგან სერიოზული უსიამოვნება მოჰყვება. ასეთ საგანთა ჩამონათვალში კი, არის მაკრატელიც, რა თქმა უნდა, დანა-ჩანგალი და ნამგალიც კი. მინიშნება გვეუბნება, რომ ნამგლის გადაცემით, ქალი თავის მეორე ნახევარ მოიკვეთს. 

ვრცლად