სიყვარულის ხუთი ასაკი - ნახეთ, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ხარს, ვირთხას, ტახს, ძაღლს თუ გველს ეკუთვნის

LOVE

სიყვარული, ყველა ასაკში არსებობს. ეს ის გრძნობაა, რომლის ადგილიც გულშია და თუ ადამიანმა მას ცოტა გონებაც დააყოლა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმოქმნილ პრობლემებს, ადვილად დააღწევს თავს. ადამიანი, იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, სიცოცხლის განმავლობაში თორმეტ პროგრამულ ასაკს გამოიმუშავებს, ანუ, მან უნდა იცხოვროს ზოდიაქოს თორმეტი ცხოველის დამახასიათებელი ნიშნით.

შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იძენს შესაბამისი ცხოველის თვისებას. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად, ეს თვისებები თანდათან ქრება, მაგრამ, შეძენილი გამოცდილება რჩება და სწორედ, ამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ადამიანის ბედნიერი ცხოვრება. ამ ყოველივეს კი სიყვარულის 5 ასაკი განსაზღვრავს:

12-18 წელი – „ხარის ოცნება”. ეს არის კარდინალური ცვლილებების პერიოდი. ამ დროს ხდება პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბება, რაშიც დიდ როლს ასრულებს ოჯახი, სახლი და სკოლა, მაგრამ პირადულს სხვა ორიენტირები იპყრობს. „ხარის” ასაკი ამბიციის დონის მიღწევით იწყება და, რაც უფრო დიდია ის, მით მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი.

ამ ასაკში ბიჭი თავს სუპერმენად უნდა მიიჩნევდეს. მისთვის ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი აღელვებს. უჩნდება კითხვები სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება. „ხარის” პერიოდი ძალიან ნაყოფიერია გოგონებისთვის, რადგან მათი მიზანია, სიყვარულის დამტკიცება. მთავარია, ეს სიყვარული იყოს წმინდა, სუფთა, პლატონური. სწორედ, სიყვარულის გრძნობის ცოდნა ამზადებს მათ მომავლისთვის. ბიჭებს კი ამ თემაზე უხეში, საპირისპირო აზრი აქვთ.

19-24 წელი – „ვირთხის დონჟუანობა“. ბიჭი ამ ასაკში უფრო გულგახსნილია. მას თან სდევს შეგრძნება, რომ სამყარო სწორედ მისთვისაა შექმნილი და სიყვარულით სავსე გულში ყველაფრის დატევა სურს. „ხარი სუპერმენი” კარგავს მიმზიდველობას, სამაგიეროდ, ადგილს იკავებს „ვირთხა-დონჟუანი” ანუ, ქალის დაპყრობის ინტუიცია.

ამ ასაკში ყალიბდება ქალისადმი პატივისცემა და მისი გაგება. თუ ის ამ წლებში არ მიეჩვევა ქალისადმი პატივისცემას, მერე ვერაფერს ისწავლის და შემდეგ, ვერასდროს განიცდის ამ გრძნობას. 19 წლის გოგონები ამ დროს ბრწყინვალედ გამოიყურებიან, დარწმუნებული არიან თავიანთ სიყვარულში. აქვთ სურვილი, ჭკუიდან შეშალონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

25-32 წელი – „ტახის ცოლქმრობა“. ქორწინება უმეტესად 25 წლის ასაკში ხდება, მაგრამ, ქალიცა და მამაკაციც ამ ყველაფერს, ჩვეულებრივ, სიყვარულს მიაწერენ. ამ პერიოდში მამაკაცი წყნარდება, ხანდახან ცხოვრების მიზანი უქრება და ცივდება ქალის მიმართ. თუ ჭკუით მიუდგებით მის გრძნობებს, ადვილია მისი დაყოლიება. მას ჯერ არ გაუთვალისწინებია მამისა და ქმრის ვალდებულებები. ეს პერიოდი „ძაღლის” ასაკამდე გრძელდება. გოგონა ამ ასაკში გარდაიქმნება ქალად, ამაზე მისი საქციელი მეტყველებს, პატივისცემა მამაკაცების მიმართ. ის იბრძვის მიზნის მისაღწევად. ამ პერიოდში ქალის შეცვლა მამაკაცის ყურადღებაზეა დამოკიდებული.

33-42 წელი – „ძაღლის ერთგულება”. ეს არის ასაკი, როდესაც მამაკაცისთვის გართობისა და „ფლირტაობის” დრო მთავრდება. მას კარიერის შესაქმნელად საზოგადოებრივი მოღვაწეობა და თავისუფლება სჭირდება. წინა ეტაპები, რაც გამოცდილებას და გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს ავსებს, ოჯახში უნდა „გადმოღვაროს”, ასეთია განვითარების კოსმიური კანონი. „ძაღლის” ასაკში, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ხდება ოჯახის, ქმრის, შვილების მთავარი ღერძი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ეს სწორედ 42 წლამდე ასაკში იწყება. ამ პერიოდის კრიზისი, ძალიან რთულად მიმდინარეობს მამაკაცებში.

43-50 წელი – „გველის ასაკი“. ეს პერიოდი ადამიანში ამცირებს ენერგეტიკულ პოტენციალს. ჩნდება სისუსტე, აწუხებს ყველაფრის დაკარგვის შიში. ამ კრიზისის დროს, უნდა დაეხმაროთ მამაკაცს, რათა დააძლევინოთ პრობლემები. რაც შეეხება ქალს, მას სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ეწყება, სექსუალური აქტიურობის აფეთქების პერიოდი და ეძებს ძლიერ პარტნიორს.