სიახლეები პირად ცხოვრებაში - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ომნია

მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს აძლევს შესაძლებლობას, ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს, სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიოს და ასევე, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება  კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ

ვერძი
ეს კვირა დინამიკურობით გამოირჩევა. შესანიშნავი დროა იმ პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სისწრაფესა და გამჭრიახობას მოითხოვს. კვირის შუა მონაკვეთში შესაძლოა, საკამათო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. გახსოვდეთ, გაიმარჯვებს ის, ვინც სიმშვიდესა და მოვლენების სწორად აღქმის უნარს შეუნარჩუნებს. ურთიერთობებში ნუ იჩქარებთ. უმჯობესია მოლაპარაკება და არა კამათი. ხისტი კომუნიკაცია და გადაწყვეტილებები შესაძლოა, ახლა განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

კურო
 მიმდინარე კვირა გიბიძგებთ, ფინანსებსა და პრაქტიკულ ამოცანებზე კონცენტრირდეთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დიდი შესყიდვები განახორციელოთ, ბიუჯეტი დაგეგმოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები წამოიწყოთ. სამსახურში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ჯერ დეტალები დააზუსტეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ეტაპი, პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და ახალი თავგადასავლები გელოდებათ.

ტყუპები
ამ კვირაში ბევრი კომუნიკაცია და სიახლე გელოდებათ. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, მიმოწერისთვის, დოკუმენტების დამუშავებისა და მცირე მანძილზე მოგზაურობისთვის. ეს პერიოდი სასიამოვნო ნაცნობობასა და საჭირო კონტაქტებს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით, სხვადასხვა ინფორმაციის მიღების ფონზე, შესაძლოა, ყალბი ამბების მსხვერპლიც გახდეთ. ურთიერთობებში შეეცადეთ, მკაფიო კომუნიკაცია გქონდეთ და ორაზროვნებას მოერიდოთ.

 კირჩხიბი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხიბებისათვის ეს კვირა სახლსა და შინაგან ბალანსს ეძღვნება. კარგი დროა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, რუტინაზე ფოკუსირებისა და სახლში არსებული პრობლემებისა თუ დაბრკოლებების გადაჭრისთვის. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას მოგიხსნით. სწორედ გულწრფელობა დაგეხმარებათ, რომ ჰარმონია აღადგინოთ და კონფლიქტები მოაგვაროთ.

ლომი
ეს კვირა ლიდერობის დემონსტრირების შანსს გაძლევთ. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები, შესაძლებლობები, სურვილები, მაგრამ ენერგია სწორად მართეთ. თუ ახალი პროექტის დაწყებას, სამსახურის შეცვლას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებებს გეგმავდით, აღნიშნული პერიოდი გამოიყენეთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლო იქნება. ასევე, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ - დადებით ემოციებსა და წარმატებულ შეხვედრებს განიცდით.

ქალწული
ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად ეს კვირა შესანიშნავ შანსს გაძლევთ. შემოწმება, წინასწარ გათვლა და ფიქრი სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ. კარგი დროა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში ჯობს ნაკლები კრიტიკა და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ. ხისტი კომუნიკაცია კონფლიქტებს შეგიქმნით...ვრცლად