1769363496
როგორ იქცევა პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სულ სხვა რამ და როგორ იქცევა პოლიცია კრიმინალის წინააღმდეგ, ეს არის სულ სხვა რამ - გიორგი შარაშიძე
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ.
სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტრატეგიაც შეიმუშავა.
პოლიტიკური შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სამართალდამცველის ქმედება კრიმინალის და მშვიდობიანი აქციის მონაწილის მიმართ განსხვავებული უნდა იყოს.
"ყველა ქვეყნის პოლიციას საკუთარი კანონმდებლობა, სტანდარტები აქვს. როგორ იქცევა პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სულ სხვა რამ და როგორ იქცევა პოლიცია კრიმინალის წინააღმდეგ, ეს არის სულ სხვა რამ.
ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, როდესაც საფრთხეები ბევრად უფრო მაღალია მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების, ვიდრე მშვიდობიანი პროტესტი ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.











