ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს აფრთხილებს და რეკომენდაციას გასცემს, რომ ყველა ფრთხილად იყოს, რადგან ურთულესი კვირა მოდის. როგორც კონფლიქტების მხრივ, ასევე, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.
აი, რას ამბობს ასტროლოგი:
„24 რიცხვიდან, შემდეგი კვირა ურთულესია. იწყება ძალიან რთული პერიოდი წლის განმავლობაში, მზე გადადის მორიელის ზოდიაქოში, მოიმატებს აგრესია, 25 ოქტომბერს გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა, 8 ნოემბერს გვაქვს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა, ანუ უნდა გავიაროთ დერეფანი დაბნელებებისა, ეს ყოველთვის რთულია, შეცდომები, კონფლიქტები, აგრესია, ყველაფერი იმატებს ამ პერიოდში.
იქამდე ვეცადოთ, რომ ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად გავიაროთ, იმიტომ,რომ დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, ვიდრე მიუახლოვდებით შემდეგ ორშაბათს ეცადეთ, თუ პრობლემა გქონდათ მოაგვაროთ, მოლაპარაკება, ხელშეკრულება დადოთ, ბიზნესი დაიწყოთ, რაღაც სასიკეთო შესაძლებლობა ყველა ნიშანს აქვს. თვის განმავლობაში ყოველთვის არის ერთი კვირა, რომელიც ყველა ზოდიაქოსთვის არის კარგი, ეს კვირა არის ასეთი. 24-დან პერიოდი მინიმუმ 15-მდე მაქსიმუმ 20 ნოემბრამდე არის საკმაოდ რთული და დაძაბული, თქვენ ნახავთ იქ ვირუსებს, სხვადასხვა სახის ინფექციურ პრობლემებს, დაძაბულობას. ნოემბერი ისტორიულად საქართველოსთვის ყოველთვის რთულია - მიტინგები, დემონსტრაციები, პროტესტები, კონფლიქტები, ეს ყველაფერი იმატებს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.