1771784506
„როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება" - ასტროლოგი განმარტავს, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს
„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?,- ამ თემაზე ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს.
„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?
ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.
მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).
იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს.
რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით? ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს.
პატრეონზე უკვე გელოდებათ ჩემი ახალი სტატია, სადაც ამ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ. იქ შეიტყობთ:
* როგორ გავთავისუფლდეთ „სწორი გზის“ მავნე დოგმისგან.
* რა არის ჭეშმარიტი სიუხვის ფსიქოლოგია.
* 4 პრაქტიკული ნაბიჯი, თუ როგორ გამოვიყენოთ „მიტატეს“ ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ვაქციოთ ჩვენი „იარები“ პიროვნების უნიკალურ შტრიხად",- წერს გიგაური.











