თეთრი სახლი ახალ ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების რეკორდულ რაოდენობას, 1.5 ტრილიონ დოლარს ითხოვს - abcnews

აშშ

2027 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნაში, თეთრი სახლი კონგრესს სთხოვს, დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარი თავდაცვის ხარჯებისთვის დაამტკიცოს.

როგორც abcnews-ი იუწყება, ეს სამხედრო ხარჯების რეკორდული რაოდენობაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აშშ ირანთან ომს მეხუთე კვირაა აწარმოებს.

თეთრი სახლის მონაცემებით, დანამატი 445 მილიარდი დოლარია, რაც 42%-ით მეტია 2026 წლის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის თანახმად, არათავდაცვითი ხარჯები 73 მილიარდი დოლარით, ანუ 10%-ით შემცირდება.

მედიის ინფორმაციით, შეთავაზებული ხარჯების შემცირების მთავარი სამიზნეები ფედერალური სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამებია, მათ შორის, ენერგეტიკის დეპარტამენტის 15 მილიარდ დოლარზე მეტი გრანტის გაუქმება, რომელიც სუფთა ენერგიის საკითხებს ხმარდებოდა.

როგორც abcnews-ი წერს, თეთრი სახლის ბიუჯეტი ასევე აგრძელებს განათლების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ "ლიკვიდაციის გზას", რომელიც სოფლის მეურნეობის ხარჯების 19%-ით შემცირებას, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტისთვის 1.4 მილიარდი დოლარის ჩამოჭრას ითვალისწინებს.

"2027 წლის ბიუჯეტი პრეზიდენტის ხედვას ეფუძნება, რომელიც არათავდაცვითი ხარჯების შემცირების გაგრძელებას  და ფედერალური მთავრობის რეფორმირებას გულისხმობს", - წერს ბიუჯეტისა და მენეჯმენტის ოფისის დირექტორი, რას ვოთი კონგრესისადმი გაგზავნილ მოთხოვნაში.