რომელი ზოდიაქოს ნიშნების გულის გალღობაა რთული - ხართ თუ არა მათ სიაში

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის გულის გალღობა რთულია და ძალიან ცოტას შეუძლია.

მორიელი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ითვლებიან ყველაზე მგრძნობიარე და ვნებიან ადამიანებად. თუმცა, მათ იციან, რომ ფიზიკური სიახლოვე და სიყვარული - ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე არ არის. რამდენადაც არ უნდა სურდეთ რომანტიკულ ურთიერთობებში გადაშვება, ბოლომდე მაინც არ იხსნებიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ უარყოფენ სიყვარულის არსებობას, თუმცა, თავისი ურთიერთობებისთვის ამ სახელის დარქმევას არასოდეს ჩქარობენ. მათ იმედი აქვთ, ელოდებიან, ამოწმებენ და დიდი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში ადამიანი შეუშვან და რეალურად შეიყვარონ.

ტყუპები
ურთიერთობის იდეა ძალიან პოპულარულია ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში. თუმცა, ისინი მაინც გარკვეული სკეპტიციზმით ეპყრობიან ამ საკითხს, იმისათვის, რომ სრულად დაუთმონ თავიანთი ცხოვრება სიყვარულს. ტყუპები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სურთ ამ სამყაროს გაცნობა, ახალი ჰორიზონტებისა და ქვეყნების აღმოჩენა, მწვერვალების დაპყრობა და გრანდიოზული გეგმების განხორციელება. ამიტომ, მაშინაც კი, თუ მათ ნამდვილად უყვართ ვინმე, მაინც სკეპტიკურად უყურებენ გრძნობებს. ტყუპები ყოველთვის გახსნილნი არიან შესაძლებლობებისთვის, ამიტომ არ გამორიცხავენ სიყვარულს ცხოვრებიდან, მაგრამ მათთვის ადვილი არ არის თავი მხოლოდ ერთ ადამიანს მიუძღვნან. გადაწყვეტილების მისაღებად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი დრო სჭირდებათ, რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ. უფრო მეტიც, არასოდეს ჩქარობენ, რადგან თვლიან, რომ მთელი ცხოვრება წინ არის.

ქალწული
თუ ვინმე არის ამ ქვეყნად, ვინც გაუთავებლად აანალიზებს სიტუაციას, ფიქრობს, ორჭოფობს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნამდვილად ქალწულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან კარგი პარტნიორები არიან, აუცილებლად მოემზადეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ისინი ძალიან დიდხანს იფიქრებენ. სანამ ქალწული ურთიერთობებზე წავა, მას სჭირდება ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა. მათ ძალიან უჭირთ ნდობა და დაჯერება იმის, რომ არ უღალატებენ და იმედს არ გაუცრუებენ. ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ თანხმდებიან ურთიერთობებზე.

თხის რქათხის რქას ნიშნის ქვეშ დაბადებულები ერთგული ადამიანები არიან, მაგრამ ამასთანავე, ძალიან პესიმისტები, როცა საქმე სიყვარულამდე მიდის. პრინციპში, თხის რქა არ ეწინააღმდეგება ურთიერთობებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ფაქტი, რომ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია ურთიერთობებშიც კი, მას ნამდვილად არ მოსწონს. სწორედ ამიტომ, ამ ნიშნის ადამიანებისთვის უმთავრესია რომ არ იჩქარონ. ძალიან დიდი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დარწმუნდნენ პარტნიორში და სკეპტიციზმი შეუმსუბუქდეთ სიყვარულის მიმართ.