რომელი დღეებია თებერვალში ყველაზე სარისკო და საბედისწერო - ასტროლოგის გაფრთხილება

ჰოროსკოპი

ასტროლოგების ცნობით, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ურთიერთობებს მეტად ძაბავს. გარდა ამისა, ყველაზე დიდი ყურადღება ჯანმრთელობასაც უნდა მივაქციოთ.

რომელი დღეებია ყველაზე სარისკო და საბედისწერო, ამას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი განმარტავს.

„13 თებერვლიდან მთვარე თავის მეოთხე, დაღმავალ ფაზაში გადავა და დაასუსტებს ყველა ზოდიაქოს წარმომადგენლის აურასა და ენერგეტიკას. ამ დროს გაიზრდება ავადმყოფობის ალბათობა, დასუსტდება გონების კონცენტრირების უნარი და მეხსიერება. ყველაზე სარისკო და საბედისწერო კი შესაძლოა, 18-19 თებერვლის დღეები აღმოჩნდეს, როდესაც მთვარე მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ დროს მეტი ყურადღებაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას, ტექნიკური საშუალებების მოხმარებისას, საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებისას. ეს პერიოდი ხელს უწყობს დესტრუქციული, დამამძიმებელი, ტოქსიკური კავშირებისა და ურთიერთობების დასრულებასა და მომავალი ენერგეტიკული აღმავლობისათვის მზადებას.

19 რიცხვიდან სიტუაცია დაიწყებს დასტაბილურებას, რადგან მზე თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და დაასრულებს დამამუხრუჭებელ ასპექტს პლანეტა სატურნთან. 20 თებერვალს კი პლანეტა ვენერა დატოვებს თევზების ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ვერძში. დაიწყება მეტად პროდუქტიული პერიოდი, რომლის დროსაც სასურველია, ენერგია მიმართულ იქნეს წინა პერიოდში კარიერასა და ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების აღდგენისკენ. მაგრამ, ეს დროც ითხოვს წინდახედულობასა და მეტ აქტიურობას. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში თებერვლის მეორე და მესამე დეკადა, მნიშვნელოვნად უფრო მშვიდი და ჰარმონიულია, ვიდრე პირველი, რადგან ამ პერიოდში ამოქმედდება სრულიად ახალი, განახლებისა და აღმავლობის ენერგეტიკული ციკლი.“ - თქვა ცაგარელმა „თბილისელებთან“.