1736779010
რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
13 იანვარი
შესაძლოა, ამ დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს და წინასწარ განსაზღვრულ საკითხებს გადაუხვიოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. დაუთმეთ დღე ახალი გეგმების შედგენასა და არსებული საქმეების გაანალიზებას. ცვლილებები კი შემდეგი პერიოდისათვის გადადეთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმეთ.
14 იანვარი
შთაგონებისა და გამორჩეული იდეების დღეა. აღნიშნულ დღეს გაქვთ შანსი, განსხვავებული მიდგომებით ის საქმეები მოაგვაროთ და პრობლემები გადაჭრათ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ნერვიულობთ და აქამდე მათთან გამკლავების გზები ვერ იპოვეთ. ასევე, ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, არსებულ გეგმებს გადახედოთ და განვითარებისათვის სწორი მიმართულება იპოვოთ.
15 იანვარი
თამამი გადაწყვეტილებების დღეა. შეგიძლიათ, ამ დღეს თქვენი მიზნებისა და ოცნებებისაკენ მყარი ნაბიჯები გადადგათ და მათ განხორციელებაზე რეალურად იფიქროთ.
16 იანვარი
ეს დღე კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი ცოდნის მისაღებად იდეალურია. თუკი ვინმესთან რაიმეზე დალაპარაკება, საკითხების გარკვევა გსურთ, სწორედ ამ დღეს დაგეგმეთ. ასევე, თუ დიდი ხანია, რაიმეს შესწავლა, თქვენი ცოდნის გამრავალფეროვნება გინდათ, აღნიშნულ დღეს დაიწყეთ. შედეგი თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
17 იანვარი
ამ დღეს შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ საბოლოოდ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რას ბედნიერებას აღარ განიჭებთ, უკვე მოძველდა და არასაჭიროა. ემოციური არასტაბილურობაც მოსალოდნელია. შესაძლოა, კომუნიკაცია გაგიჭირდეთ და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომ, შეეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ. დაფიქრდეთ მიმდინარე საქმეებზე, ვალდებულებებზე, ურთიერთობებზე და აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში.... ვრცლად