1736884505
სარჩელის მომზადება და სამხილების ერთად შეკრება მიმდინარეობს ახლა გარედან მართულ პარტიებზე, რომლებიც ჩაბმული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში - ბიძინა გიორგობიანი
სარჩელის მომზადება და სამხილების ერთად შეკრება მიმდინარეობს ახლა. გარედან მართული პარტიები, რომლებიც საქართველოს ოპოზიციის უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ, არიან ჩაბმული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, - განუცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „ქრონიკას“.
„სარჩელის მომზადება და სამხილების ერთად შეკრება მიმდინარეობს ახლა. გარედან მართული პარტიები, რომლებიც საქართველოს ოპოზიციის უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ, არიან ჩაბმული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში. თავი უნდა მოვუყაროთ იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მათივე აღიარებით გააკეთეს თავად. ეს იყო საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მათგან გადადგმული საწინააღმდეგო ნაბიჯები. ახლაც დადიან და ნახეს მეორეხარისხოვანი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, რომლის საშუალებითაც აპირებენ რაღაც აქტის მიღებას. არ არის კარგი საქართველოსა და აშშ-ის შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ ეს [აქტი] საქართველოზე გავლენას ვერ იქონიებს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
საზოგადოებრივ მოძრაობაში - ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ქვეყანაში დღემდე მოქმედი ჯაშუშური ქსელის საქმიანობას, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს. “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” მტკიცებულებებს აგროვებს და გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.