რომანტიკული შეხვედრები და ფინანსური სარგებელი - როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან. მათ, ვისაც სიახლეების არ შეეშინდება, კარიერულად დაწინაურების შესაძლებლობა ექნება.

მიმდინარე კვირა ყველაზე წარმატებული თხის რქებისა და მერწყულებისთვის იქნება. კარგი პერიოდი აქვთ მშვილდოსნებს, სასწორებსა და ტყუპებს იმისათვის, რომ არსებული სირთულეების სხვა გზით გადაჭრა სცადონ.

ვენერასა და ქირონის ჰარმონიული ტრიგონი კვირის შუა პერიოდში რომანტიკული ცხოვრების გააქტიურებას გამოიწვევს. შაბათს კი მშვილდოსანში ახალი მთვარე გასული წლის მოვლენებზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს და პიროვნული ზრდის საშუალებას მოგვცემს. კვირა ვენერასა და სატურნს, ასევე მზესა და ნეპტუნს შორის ორი დაძაბული კვადრატურით დასრულდება, რამაც შესაძლოა, საქმიან და პირად ურთიერთობებში დაბრკოლებები შეგვიქმნას.უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, კვირა ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გაატარონ. მოერიდეთ ახალ პროექტებში ჩართვას. ძველი პროექტებისა და საქმეების განახლების იდეა მომავალ კვირამდე გადადეთ. შეეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, გაისეირნოთ, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეს პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ჯობს, მიმდინარე კვირაში სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და აქტიურ კომუნიკაციას მოერიდოთ.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
მიმდინარე კვირა კუროებს კარგ შესაძლებლობებს ჰპირდება. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ კომფორტის ზონიდან გახვიდეთ და ახალ შეთავაზებებზე უარი არ თქვათ. კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ. ასევე, არ არის გამორიცხული, მოგზაურობასთან, ცხოვრების განსხვავებული ეტაპის დაგეგმვასთან დაკავშირებითაც კარგი პერსპექტივა გამოჩნდეს. მთავარია, სტაბილურობაზე დროებით უარი თქვათ და სიახლეებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპებს მიმდინარე კვირაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც საკუთარ ბიზნესს აწარმოებს, ფრილანსერად მუშაობს ან სამედიცინო ან მომსახურების ინდუსტრიაშია. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. სპორტში ტრავმების რისკი მაღალია.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
ახალმთვარეობის დროს კირჩხიბები, როგორც წესი, მომატებულ ემოციურობას, სტრესსა და ენერგიის ნაკლებობასა განიცდიან. თუმცა კვირის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესება და პარტნიორებისგან სასიამოვნო სიურპრიზების მიღება გელოდებათ. თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და წარმატების მიღწევას შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომებისთვის ეს კვირა ემოციურად დამღლელი იქნება, რადგანაც ბევრი ერთფეროვანი დავალებისა და აქტივობის განხორციელება მოგიწევთ. მკაცრად გაწერილ რუტინაში თვითგამოხატვის ნაკლები შესაძლებლობა გექნებათ. თუ შემოქმედებით საქმიანობაში ხართ, შესაძლოა, შთაგონებისა და იდეების ნაკლებობას განიცდიდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მაქსიმალურად თავიდან აირიდოთ და არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულები შეიძლება მოულოდნელად ახალ რომანტიკულ ურთიერთობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს საქმიან ურთიერთობაში წარმატებების მიღწევაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. შესაძლოა, ახალი შეთავაზებები მიიღოთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ, თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ იმპულსურ გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად მოერიდოთ და სამომავლო გეგმები განსაზღვროთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
მიმდინარე კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების რისკი იზრდება. შესაძლოა, იმპულსურმა შესყიდვებმა დროებითი სიამოვნება მოგანიჭოთ, მაგრამ, ამავდროულად, ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, თუ არ გსურთ, მომდევნო წელი ფინანსური ვალდებულებებით დაიწყოთ, ჯობს თანხის განაწილებას ყურადღება მიაქციოთ. შუა კვირაში რომანტიკული ურთიერთობები გააქტიურდება. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ ან თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული გახადოთ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელები, სავარაუდოდ, ყველა მიმდინარე საქმის მოწესრიგებით იქნებიან დაკავებულნი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენთვის როგორც საქმეების, ასევე ფიქრების დალაგებისა და მოწესრიგების პერიოდია. ასევე, მათ, ვინც არსებული სამსახურით უკვე ძალიან გადაღლილია, ახალი შეთავაზებები ელოდება. კვირის დასაწყისში კი, შესაძლოა, ახალი ფინანსური შესაძლებლობები გაჩნდეს... ვრცლად