გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ახალი წლის პირველი თვე, წარმატების გარდა, პრობლემებსაც მოიტანს. ეცადეთ, მიღწეულის შენარჩუნებას მეტი ყურადღება დაუთმოთ და ახლის შექმნისთვის მოემზადოთ. გაითვალისწინეთ, რომ 2023 წლის ზამთარში ყველაზე მეტი სირთულე მოსალოდნელია 27 იანვრიდან 9 თებერვლამდე პერიოდში. ახლა კი ვნახოთ, როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
ვერძი
ვერძებო, რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ასე რომ, 2023 წლის იანვარი შეიძლება მოვლენებით სავსე და საინტერესო იყოს, განსაკუთრებით თვის დასაწყისში და თვის ბოლოს. მზად ხართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად? მაშინ იმოქმედეთ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან!
ზოგადად, ვერძისთვის იანვარი ძალიან ჰარმონიული პერიოდი იქნება, რადგან სამუშაო და საქმიანი პროექტები თქვენთვის საჭირო მიმართულებით განვითარდება. არ შეგეშინდეთ, თუ იანვრის პირველ დღეებში ენერგიის დეფიციტს იგრძნობთ, თვის ბოლო უფრო მეტ ძალას, იდეას და ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. მთავარია, გააზრებულად და თამამად იმოქმედოთ.
სავარაუდოდ, იანვრის ბოლო კვირას პირად ცხოვრებაში არსებული გაუგებრობა აღმოიფხვრება.
2023 წლის იანვარში ბევრი ფინანსური ხარჯი გელით, მაგრამ შემოსავალი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. იუპიტერის დადებითი გავლენის წყალობით, პრობლემური ურთიერთობები მოწესრიგდება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მთავარი საფრთხე მანქანის საჭესთან გელით, განსაკუთრებით თვის ბოლოს. გაითვალისწინეთ და ფრთხილად იარეთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 22, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 20, 24, 28.
კურო
2023 წლის იანვარი კუროების უმეტესობას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს. ეს შესანიშნავი დროა ცხოვრებისეული პრინციპების გადასახედად. წვრილმანი პრობლემები და მცირე უსიამოვნებები კუროს თვითრეალიზებას ხელს ვერ შეუშლის, განსაკუთრებით თვის დასაწყისსა და ბოლოში.
კუროსთვის იანვარი შეიძლება გარდამტეხ მომენტად იქცეს, რადგან გასული წლის პრობლემებსა და გამოწვევებს ცხოვრების უფრო მშვიდი და მოზომილი რიტმი შეცვლის. თვის დასაწყისში მიწის სტიქიის ზოგი წარმომადგენელი შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგეს, თუმცა ახლობლების დახმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
რაც შეეხება სიყვარულს, პრობლემურ წყვილებს რთული პერიოდი ელით. თუმცა ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი კი 2023 წლის მეორე ნახევარში ახალ სიყვარულს იპოვის.
ფინანსური სირთულეები თანდათან უკან დაიხევს - 12 იანვრის შემდეგ გარკვეულ ცვლილებებს იგრძნობთ უკეთესობისკენ. 30 იანვრის შემდეგ კი თქვენი შემოსავალი შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც. ეს ტენდენცია გაგრძელდება თებერვალშიც.
კუროებო, იანვარში უკიდურესი სიფრთხილე გმართებთ ავტომანქანის მართვის, მოგზაურობის და მივლინების დროს.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 12, 16, 20, 24, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 14, 18, 22, 26, 30
ტყუპები
იანვარში პლანეტების განლაგებამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უამრავი მოუსვენარი სიტუაცია მოიტანოს, თუმცა თვის ბოლოს ნერვიულობას სიმშვიდე ჩაანაცვლებს.
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს პერიოდულად ეჭვი და ყოყმანი შეიპყრობთ. ამის გამო იანვრის პირველ ნახევარში სერიოზული წინსვლის იმედი არ უნდა გქონდეთ.
დაუქორწინებელი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის 2023 წლის იანვარი იმ ისტორიის გაგრძელება იქნება, რომელიც 2022 წლის გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში დაიწყო.
პრობლემურ წყვილებში მოსალოდნელია უსიამოვნო პროცესები, რაც განშორებას და საერთო ქონების გაყოფას უკავშირდება. ზოგი წყვილი ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებს. ასეთ შანსს იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი მოგცემთ.
ფინანსური პროგნოზი არც ისე საიმედოა, რადგან იანვარში ფინანსური ხარჯები შემოსავლებს გადააჭარბებს. ბევრ ტყუპს ქამრის შემოჭერა მოუწევს, რათა ვალებს თავი დააღწიოს. არ იდარდოთ, ეს დროებითი სირთულეებია. თებერვალში და განსაკუთრებით მარტში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
უმუშევარი ტყუპებისთვის კარგი ამბები გვაქვს - იანვრის განმავლობაში სამუშაოს პოვნის შანსი საგრძნობლად იზრდება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, იანვარში გამუდმებული სტრესისა და შფოთვის გამო ქრონიკული დაღლილობა გელით. მდგომარეობას მხოლოდ ჯანსაღი ძილი გაგიუმჯობესებთ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29.
კირჩხიბი
რთული, მაგრამ თქვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. ოპტიმიზმს ნუ დაკარგავთ და ეცადეთ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელსაც 2023 წლის იანვარი გულუხვად გაძლევთ. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება!
კირჩხიბების უმეტესობისთვის იანვრის მთავარი საზრუნავი ოპონენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება. კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაურკვევლობისა და უთანხმოების დაძლევაში დაგეხმარებათ.
2023 წლის დასაწყისში დაქორწინებულ კირჩხიბებს ყველაზე მეტად სიმშვიდე და მოთმინება სჭირდებათ, რადგან თქვენი მეორე ნახევრები იანვარში არაგულწრფელობას გამოავლენენ.
ზოგ წყვილში შეიძლება ადრინდელი უთანხმოება განახლდეს, ძლიერ ოჯახებს კი ამ ეტაპზე დაგროვილი პრობლემების მოგვარება უწევთ.
ფინანსური თვალსაზრისით 2023 წლის იანვარი არცთუ ისე პერსპექტიულია. უზარმაზარი ხარჯები გელით. ამასთან, ბევრს ვალების გადახდაც მოუწევს. ფულის დაზოგვა საშუალებას მოგცემთ, რომ გაზაფხულამდე თავი გაიტანოთ. მარტში კი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
სამუშაოს მაძიებელმა კირჩხიბებმა შეიძლება თვის ბოლოს საოცნებო სამსახური იპოვონ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მარსის გავლენამ შეიძლება მთელი თვის განმავლობაში ქრონიკული დაღლილობა და აპათია გამოიწვიოს. ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულ კირჩხიბებს ვურჩევთ, პროფილაქტიკურ მკურნალობს მიმართონ. დიდია სეზონური დაავადებების გამწვავების რისკი.
ხელსაყრელი დღეებია: 1, 6, 11, 16, 20, 24, 28
იანვრის არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 22, 26, 30.
ლომი
ლომებო, ბევრი თქვენგანისთვის 2023 წლის იანვარი უჩვეულოდ დინამიკური იქნება. შეზღუდვებისა და წინააღმდეგობის პერიოდი სრულდება, ამიტომ დროა, იმოქმედოთ!
2023 წლის იანვარში იუპიტერის ადგილმდებარეობა შეიცვლება, ხოლო ლომის საქმეები აღზევდება. ამის მიუხედავად ჯერჯერობით თავბრუდამხვევ შედეგებს არ უნდა ელოდოთ (თუმცა, ესეც შესაძლებელია).
2023 წლის იანვარი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი შერიგებისა და პატიებისკენ განგაწყობთ. დროა, წარსულის წყენა დაივიწყოთ, რათა მომავალში სუფთა გულით და ნათელი მიზნებით შეაბიჯოთ.
იანვრის მეორე დ მესამე კვირას ზოგი ლომი ძველ შეყვარებულს ან ყოფილ მეუღლეს დაუბრუნდება. ასევე კარგი დროა ნათესავებთან შეხვედრებისა და მეგობრული შეკრებებისთვის.
იანვარში ლომის ფინანსური ჰოროსკოპი ოპტიმისტურია. ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლები მოსალოდნელია 1-დან 3 იანვრამდე, 11-დან 14 იანვრამდე, ასევე 20 და 28 იანვარს.
თვის ბოლოს ბევრი ლომი შეძლებს, 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაფუჭებული ურთიერთობების გაუმჯობესებას კოლეგებთან ან პარტნიორებთან.
იანვარში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. გარდა ამისა, შესაძლოა თქვენს ერთ-ერთ ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას - მზად იყავით დახმარებისთვის.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 23, 27, 31
არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29
ქალწული
2023 წლის დასაწყისი ქალწულების უმეტესობისთვის საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდი იქნება. მთავარია, უარი არ უთხრათ დახმარებაზე მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. შეეცადეთ, სიკეთე აკეთოთ და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
რაც შეეხება კარიერას და ბიზნესს, იანვრის თვე შეიძლება საკმაოდ დინამიკური იყოს, თუმცა თავბრუდამხვევ წარმატებას არ უნდა ელოდოთ, რადგან ქალწული ასტროლოგიური „მფარველი“ მერკური 19-მდე რეტროგრადული იქნება, 12 იანვრამდე მარსიც უკან იხევს.
იუპიტერის მოძრაობამ შეიძლება მეუღლეების ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. იანვარში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და მეუღლეს ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოთ. ამ შემთხვევაში სკანდალების გარეშე მიიღებთ იმას, რაც გსურთ.
თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ.
2023 წლის იანვრის პირველი ნახევარი დაგეგმილი თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების პერიოდია. თუმცა, ხარჯის გარდა, ძვირფას საჩუქრებისა და ფულადი ბონუსების იმედიც უნდა გქონდეთ. თვის ბოლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სამსახურის შეცვლას თუ გეგმავთ, ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო იანვრის ბოლო კვირაა.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, სპა და კოსმეტიკური პროცედურები შესანიშნავი შედეგით დასრულდება, თუმცა პლასტიკური ქირურგია და მსგავსი რადიკალური ღონისძიებები უმჯობესია, თვის ბოლოს დაგეგმოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 16, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 23, 27, 31.
სასწორები
სასწორებო, რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. იანვარში თქვენ გარშემო ატმოსფერო გაცილებით მშვიდი და ჰარმონიული გახდება. თუმცა დასვენება ჯერ ადრეა. ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა რისკები თავიდან აიცილოთ.
მარტოხელა სასწორებისთვის კარგი ამბებია - სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული პაემნები გელით. სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შედგება და ბევრისთვის ქორწინებით დასრულდება.
იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი ნეიტრალურია. ხელფასის მკვეთრი მატების იმედი არ უნდა გქონდეთ. სამაგიეროდ, ოჯახის წევრის შემოსავალი მკვეთრად გაიზრდება, რაც სასწორის ცხოვრების ხარისხზეც აისახება.
იანვრის მივლინებები ან საქმიანი შეხვედრები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება - წარმატების მთავარი პირობა კი დოკუმენტების წინასწარ მომზადება და ფასიან ქაღალდებთან ყურადღებიანი დამოკიდებულებაა.
ჯანმრთელობის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ იანვრის პირველ და მეორე კვირაში მოგზაურობისა და ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 22, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 20, 24, 28
მორიელი
მორიელების უმეტესობისთვის იანვარი ძალიან აქტიურ და ენერგიულ ტალღაზე ჩაივლის. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ოპტიმიზმი და მოტივაცია არ დაკარგოთ, რადგან თვის ბოლომდე თქვენი ცხოვრებიდან ბევრი პრობლემა გაქრება.
იანვრის პირველ ნახევარში ვიწრო ოჯახურ წრეში ან ძველ მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრი შეკრება გელით.
შეყვარებულებს შორის ურთიერთობა ჯერჯერობით არასტაბილურია. თუ ეს კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, რომ თქვენს ურთიერთობას იმედგაცრუებამ და სკანდალებმა გვერდი აუაროს.
დაოჯახებული მორიელებისთვის ამ თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებია. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით ბევრი სასიამოვნო სიახლე გელით.
იანვრის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, თუმცა წყლის სტიქიის წარმომადგენლები ნათესავების, თანამგზავრების, მეუღლეების, ახლო მეგობრების მხრიდან მატერიალური მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად არ დარჩებიან.
იანვრის თვეში პლუტონის უარყოფითი გავლენა ჯერ კიდევ აქტიურია, ამიტომ ჰოროსკოპი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მანქანის მართვისა და მოგზაურობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 17, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 15, 19, 23, 27
მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ბევრ თქვენგანს იღბლიანი იანვარი ელის. ფინანსური მდგომარეობა „ამერიკული მთების“ ატრაქციონს წააგავს, მაგრამ მშვილდოსანს უფულობის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. მით უმეტეს, თუ ფინანსებს გონივრულად დაზოგავთ.
შვილებისა და ნათესავების გავლენით პრობლემურ წყვილებს შორის მოსალოდნელია შერიგება და დაახლოება.
საჯარო სექტორში დასაქმებულ მშვილდოსნებს ახლა წარმატებული პერიოდი აქვთ. ბიზნესმენებს კი პარტნიორული ურთიერთობების რეგულირების გზების ძიება მოუწევთ. ეს შრომატევადი და საკმაოდ სანერვიულო სამუშაოა, განსაკუთრებით იანვრის პირველ ნახევარში.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იანვრის პირველ და მეორე კვირას, როდესაც მშვილდოსნის ბიოპოტენცია სუსტდება. მოსალოდნელია სეზონური გაციება და ინფექციები.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 15, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 29
თხის რქა
2023 წლის იანვარი თხის რქებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმოუდგენელი იღბლით დააჯილდოებს. თხის რქების უმეტესობისთვის იანვარი შეიძლება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური პერიოდი გახდეს.
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გარდაუვალია და ამ ცვლილებების ხასიათი პირდაპირ დამოკიდებულია წარსულ ურთიერთობებსა და თქვენს სამომავლო მიზნებზე.
იანვარში შეძლებთ, ნათესავებთან ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად გაფუჭებული ურთიერთობები მოაწესრიგოთ.
იანვარში თხის რქის ფინანსურ სტაბილურობას პლანეტა ვენერა უზრუნველყოფს, თუმცა ბევრი რამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პირველი კვირა ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უცხოელ პარტნიორებს ეხება. თვის ბოლო დღეები კოლეგებს შორის წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად შესანიშნავია.
იანვარში არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, ამიტომ პრევენციის შესახებ არ უნდა დაივიწყოთ.
ხელსაყრელი დღეებია: 1, 7, 12, 17, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 15, 19, 23, 27
მერწყული
მერწყულების უმეტესობისთვის 2023 წლის იანვარი სადღესასწაულო პერიოდი იქნება. თვის ბოლოს პოზიტიური ცვლილებების ქარი დაუბერავს, რაც მერწყულს უახლოეს მომავალში უამრავ პერსპექტივას ჰპირდება.
ბავშვები ამ თვის მთავარი თემაა. ამ შემთხვევაში მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს: სერიოზული პრობლემები, რომლებიც დიდ ფულს და ნერვებს მოითხოვს ან ბავშვის აღზრდა და განათლება, რაც ასევე საკმაოდ ძვირი ჯდება.
უახლოესი მომავლის პერსპექტივები ოპტიმისტურია, თუმცა, იანვარში ოჯახური ბიუჯეტის გადასარჩენად ქამრის შემოჭერა მოგიწევთ.
გლობალური ცვლილებები კარს მოგადგათ - მერწყულს ახალი შესაძლებლობები და მიმზიდველი პერსპექტივები ელის. ახლა მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მერწყულის ბიოპოტენციალის შემცირება არა მხოლოდ იმუნური სისტემის დასუსტებას, არამედ ქრონიკული დაავადებების გამწვავებასაც გამოიწვევს, იანვარში საკუთარ თავზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 15, 19, 23, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 28
თევზები
თევზების უმეტესობისთვის 2023 წლის იანვარი უჩვეულოდ საინტერესო და დინამიკური პერიოდი იქნება. 2023 წლის დასაწყისში წყლის სტიქიის წარმომადგენლები შეიძლება მრავალრიცხოვანი და ზოგჯერ მოულოდნელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. იანვრის პირველ კვირას თევზებს უამრავი შეხვედრა, მოგზაურობა და მრავალფეროვანი ურთიერთობა ელით.
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გრძელდება. დაოჯახებულ თევზებს მასშტაბური საოჯახო საქმეები ელით - აგარაკის ან სახლის აშენება, ბინის კაპიტალური რემონტი ან სახლის ინტერიერის განახლება. თუ ეს სამუშაოები შარშან დაიწყო, 2023 წლის იანვარში მისი წარმატებით დასრულებაა მოსალოდნელი.
თევზების უმეტესობისთვის იანვრის ფინანსური სურათი არაერთგვაროვანია. სავარაუდოდ, წლის დასაწყისში თქვენი შემოსავალი ძალიან მოკრძალებულია, ხარჯი კი ნამდვილად დიდი იქნება. თებერვალში ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ უახლოესი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
იანვარში თქვენი სამუშაო და ბიზნესი მჭიდროდ დაკავშირებულია ურთიერთობასა და ნაცნობობასთან. თვის პირველ ნახევარში აქტუალურია ძველი კონტაქტები, თვის ბოლოს კი წინა პლანზე ახალი კონტაქტები გამოვა.
ამ თვეში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა თევზებისთვის კუჭზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. გირჩევთ, მენიუდან ცხიმიანი საკვები გამორიცხოთ და არ დაუშვათ ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება.
ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27, 31