„საშინელება იყო, მანქანა ხეზე იყო შევარდნილი...“ - მძიმე ავარია დიდ დიღომში
1730577419
მომღერალ სოფო ბედიას ცრურწმენების არ სჯერა, თუმცა ღამით ნანახ სიზმარსა და ასტროლოგიურ გაფრთხილებებს ითვალისწინებს. როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვან საქმეებს პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით გეგმავს.
„ზოგადად, ბედისწერის მჯერა. ადამიანი რომ იბადება, მას თავისი ბედისწერა დაჰყვება, ანუ დაწერილი ბედისწერით იბადება. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ, რაც ხდება, ღმერთის ნებაა. მაგრამ, ეს ორივე - ღმერთიცა და ბედისწერაც, ჩემთვის ურთიერთკავშირშია. პირადი ასტროლოგი არ მყავს, თუმცა, მე ჩემი პირადი ასტროლოგიური რუკა მაქვს გაკეთებული, ვითვალისწინებ, მაგრამ ვერ გეტყვით, სულ მასში ვიყურები-მეთქი. თუმცა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისა და ამბების წინაშე რომ ვდგები, ყოველთვის ვიხედები ჩემს რუკაში და რაც მავნეა, იმას არ ვაკეთებ და რაც კარგია ჩემთვის იმ ეტაპზე, იმას ვითვალისწინებ.
ეს ეხება პირად ცხოვრებას, კარიერას, კლიპის გადაღებას, შორ გზაზე მგზავრობას, სალონში თმის შეჭრას, ექიმთან ვიზიტს, ოპერაციის დაგეგმვას და ასე შემდეგ. ოპერაცია ერთი მაქვს გაკეთებული - ცხვირის და მართლა ჩავუჯექი, გამოვიკვლიე ასტროლოგიურად, მთვარის ფაზებს დავამთხვიე და ასე დავგეგმე. ასევე, მაგალითად, როცა შორ გზაზე მივდივარ, ყოველთვის ვიხედები პირად ასტროლოგიურ რუკაში და თუ ნეგატიური ფონი მაქვს, ნამდვილად არ წავალ. სამწუხაროდ, როცა პანდემიის კლიპი გადავიღე, არ ჩავიხედე რუკაში და კი იცით, რა ამბავიც მოყვა“,- ამბობს სოფო ბედია „თბილისელებთან“ საუბრისას.
- თქვი, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, ჩემს ასტროლოგიურ რუკაში ვიხედებიო. როცა შენი მეუღლე, მიშა გაიცანი და ურთიერთობა დაიწყე, თუ ჩაიხედე პირად რუკაში და თუ იკითხე, ვინ იყო ჰოროსკოპით?
„რომ გავიგე, მიშა ჰოროსკოპით მერწყული იყო, ზუსტად მივხვდი, რომ ეს ჩემი ადამიანია. მეც მერწყული ვარ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ანუ მე და მიშა ასტროლოგიურადაც მონათესავე ხასიათის ვართ - ორივე ჯიუტი, ხალასი ბუნების ვართ და ვერ ვეგუებით მოწყენას. ცხრა წელია, ერთად ვარ და ერთმანეთს რომ არ ვეწყობოდეთ, ამდენ ხანს ვერ „გავქაჩავდით“,- აღნიშნავს მომღერალი.