როგორ რეაგირებენ ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც მათ აიგნორებენ - ეზოტერიკოსი განმარტავს

ზოდიაქოს ნიშნები

როგორ რეაგირებენ ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც მათ აიგნორებენ,- ამ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი წერს. 

„ აი, როგორ რეაგირებენ ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც მათ აიგნორებენ:
  ვერძი — სწრაფად ფეთქდება  . თავიდან გაბრაზდება, მერე კი შეიძლება მკვეთრად „გაუჩინარდეს“ ან სამუდამოდ შეწყვიტოს მოწერა.
  კურო — თავმოყვარეობას ინარჩუნებს  . თავს ისე იჭერს, თითქოს არ ადარდებს, მაგრამ შინაგანად დიდხანს აანალიზებს და შეიძლება გულში წყენა ჩაიდოს.
  ტყუპები — ყურადღებას სხვაზე გადაიტანს  . თავიდან ხუმრობენ და აჩვენებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მალევე სხვა ადამიანებზე გადაერთვებიან.
  კირჩხიბი — ძალიან მტკივნეულად რეაგირებს  . შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, ჩუმად იტანჯოს და თქვენი ცივი დამოკიდებულება გულთან ახლოს მიიტანოს.
  ლომი — ეგოზე დარტყმას გრძნობს  . ეს მის თავმოყვარეობას ძლიერად ხვდება — დაიწყებს „საპასუხო იგნორს“, რათა დაგაჯეროთ, რომ თქვენზე ბევრად მნიშვნელოვანია.
  ქალწული — ლოგიკურ მიზეზს ეძებს  . დეტალურად აანალიზებს მომხდარს და ცდილობს იპოვოს „შეცდომა“ საკუთარ თავში ან თქვენს ქცევაში.
  სასწორი — იბნევა და ნერვიულობს  . ცდილობს გაიგოს, რა დააშავა. ბალანსის აღსადგენად შეიძლება პირველმაც კი მოგწეროთ.
  მორიელი — დიდხანს დაიმახსოვრებს  . გარეგნულად საოცრად მშვიდია, მაგრამ შინაგანად უკვე გამოაქვს საბოლოო დასკვნები თქვენს შესახებ.
  მშვილდოსანი — მარტივად უშვებს  . სწრაფად ივიწყებს და აგრძელებს გზას — „არ გინდა ურთიერთობა? არაა პრობლემა, სხვა ბევრია!“
  თხის რქა — ცივად დისტანცირდება  . ფაქტს უემოციოდ იღებს და თავადაც შორდება — ზედმეტი დრამის გარეშე, მაგრამ სამუდამოდ.
  მერწყული — შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს  . ან უბრალოდ ემოციურად „გაითიშოს“ და თქვენი არსებობა საერთოდ დაავიწყდეს.
  თევზები — საკუთარ თავს ადანაშაულებს  . ძალიან განიცდიან — ჰგონიათ, რომ არ აფასებენ და შეიძლება სევდიან ფიქრებში ჩაიძირონ",- წერს იოსელიანი.