დღეიდან, თბილისში დისტრიბუციის ავტომანქანების გარკვეული კატეგორიისთვის შეზღუდვები ამოქმედდება
1735744962
რამდენიმე დღეში 2025 წელს აღვნიშნავთ. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მომდევნო წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. გველი, ასტროლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ, ერთგულ, შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის, თუ როგორ შევხვდებით ახალ წელს, მთელი წლის წარმატებებსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს. ამიტომაც, ისინი გვირჩევენ, რა არ უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, თუ არ გვსურს, წლის მთავარი სიმბოლოს განაწყენება გამოვიწვიოთ და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა შევაფერხოთ:
რა არ უნდა გააკეთოთ 2024 წლის 31 დეკემბერს?
ჩხუბი, ნეგატიური აზრებისა და სურვილების გამოხატვა - არ შეიქმნათ ნეგატიური განწყობა და ნუ გაიხსენებთ მთელი წლის წყენებსა და უარყოფით გამოცდილებებს. ასევე, ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას და ნუ ჩაერთვებით კამათში. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ გზით სახლში ნეგატიურ ემოციებს მოიზიდავთ, რომელიც 2025 წელსაც გაგყვებათ.
გენერალური დასუფთავება - გველი ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ნიშანია და, რა თქმა უნდა, სისუფთავეს განსაკუთრებით აფასებს. თუმცა, 31 დეკემბერს სახლის, გარემოს საფუძვლიანად დალაგებას ნუ გადაწყვეტთ. ჯობს ეს საქმე იქამდე შეასრულოთ. ითვლება, რომ ამ გზით სახლიდან ბედნიერების "გატანას" გამოიწვევთ.
არ თქვათ ნაძვის ხეზე უარი - ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, ზოგიერთ ადამიანს სულაც არ უყვარს და არც მორთვას აპირებს. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნაძვის ხე 2025 წელთან შესახვედრად აუცილებლად მორთოთ. მწვანე ხის გველი მას განსაკუთრებით აფასებს და თუ არ გექნებათ, წლის მთავარი სიმბოლოს განაწყენებას გამოიწვევთ.
არ ისესხოთ ფული - ნუ შეხვდებით 2025 წელს ფინანსური ვალდებულებებით. ითვლება, რომ მომდევნო წელს ფინანსურად საკმაოდ არახელსაყრელი პერიოდი გექნებათ. ამიტომაც, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ფულს ნუ ისესხებთ... ვრცლად