ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას - ევროკომისია

გაზი

ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას, - განაცხადეს ევროკომისიაში.

უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით შეწყვიტა.

„ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას, კომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.

ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ არსებობს მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები, ძირითადად LNG ტერმინალებიდან გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და პოლონეთში.