1732276666
მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა - ვისთვის იქნება ეს პერიოდი ხელსაყრელი
მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ოპტიმისტურ სტარტს აიღებს. ასტროლოგი ქეთი ოდიშელი აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც განმარტავს, ვისთვის იქნება ეს პერიოდი ხელსაყრელი.
„მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, პერიოდიც მეტად ოპტიმისტურ სტარტს იღებს. ეცადეთ, ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ და არ დაგავიწყდეთ იუმორი.
პერიოდი ხელსაყრელია ცეცხლის სტიქიის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის (სასწორი, მერწყული), აი ტყუპებმა ცხოვრების გაკვეთილებიდან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ.
მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს (მზიდან მე 5 ) ის იწონის უფრო მეტს, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა პლანეტა. იუპიტერის დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ აღემატება.
საიდან მოდის მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ისტორია
კენტავრი - ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი. ერთადერთი ზოდიაქო, რომელშიც ერთიანდება ცხოველი და ადამიანი. მშვილდოსანი, ეს არ არის ჩვეულებრივი კენტავრი, ეს არის დიადი, ბრძენი ქირონი, (ღვთაება სატურნის შვილი). ქირონი იყო ღმერთთა და ადამიანთა მეგობარი და ერთგული პირი. ღმერთებმა ასწავლეს ქირონს, წამლობა (მკურნალობა), ნადირობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და რაც მთავარია, მომავლის განჭვრეტა!
დროთა განმავლობაში, ქირონი თავად გახდა საუკეთესო მასწავლებელი. მის მოსწავლეები იყვნენ: იაზონი, კასტორი, აქილევსი, ჰერკულესი.ერთხელ, როდესაც ჰერკულესი (ჰერაკლე) ნადირობდა ტახზე, მისმა მოწამლულმა ისარმა შემთხვევით ქირონი მუხლში დაჭრა, საშინელი ტკივილი აგიჟებდა დაჭრილს, ტანჯვას დასასრული არ უჩანდა, ის ხომ უკვდავი იყო... ჰერაკლე შეჰპირდა, ქირონს წამლის პოვნას (სიკვდილით შვება). თავის მოგზაურობისას ის გადააწყდა პრომეთეს სამუდამოდ მიჯაჭვულს კლდეზე, არწივი კორტნიდა მის ღვიძლს. უზენაესმა ღმერთმა-იუპიტერმა დაწყევლა იგი, საუკუნო ტანჯვა გაგრძელდებოდა ზუსტად იქამდე, სანამ ვინმე თავისი ნებით არ შეენაცვლებოდა.
ტკივილისგან გატანჯულმა ქირონმა შეანაცვლა პრომეთე (ამგვარად იპოვა თავის წამალი), ის მოკვდავი გახდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. აი ჰერაკლემ კი ამ გზით პრომეთეც იხსნა.
ქირონის სიკვდილის შემდეგ იუპიტერმა მადლიერების გამო დააჯილდოვა ის და მისი სიმბოლო - მამაცი კენტავრი ცაზე მოათავსა ვარსკვლავებთან ერთად.ამგვარად გაჩნდა მშვილდოსნის თანავარსკვლავედი“, - წერს ასტროლოგი.