მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით, რა მინიშნებები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და გამომწერებს რეკომენდაციით მიმართავს:

7 სექტემბერს, სავსემთვარეობა გვაქვს თევზების მე-16 გრადუსზე, 22:08 საათზე (დაბნელება კი დაახლოებით 19: 30 საათზე იწყება და დღის ბოლომდე გასტანს).

სავსემთვარეობა ეს არის შედეგების, ნაყოფის გამოღების პერიოდი, ამ დროს გამძაფრებულია მგძნობელობა, იზრდება კონფლიქტების, ავარიულობის, ფსიქიკური სახის და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აქტიურდება და ათჯერ უფრო მეტად გამოხატულია ეს ყველაფერი დაბნელებების დროს.

P.S.ასევე დაბნელებების დერეფანს ეფექტურად გამოვიყენებთ ცხოვრების დასალაგებლად.  

სავსემთვარეობა თევზების მე16 გრადუსში გვაქვს, ამიტომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუკაში აქვს ასცენდენტი (კარდ. ჯვრის სხვა წერტილები) ან პირადი პლანეტები (თევზების, ასევე ქალწულის 12-20 გრადუსებში) უფრო გამოხატული იქნება ცვლილებები მითითებულ თემებში, ასევე შეეხებათ ცოტა მეტი სირთულით ტყუპებსა და მშვილდოსნებს.  

2020 წლის დეკემბერმა საფუძველი ჩაუყარა ახალ, ფუნდამენტურ ცვლილებებს, გადახედეთ ცხოვრებას მანამდე და მერე! (კონკრეტულად პანდემიაზე არ ვსაუბრობ)
ყველა მომდევნო წელი დღემდე, გარკვეულწილად გარემოსთან, ცვლილებებთან ადაპტირების საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, ამიტომ მიმდინარე ციკლის დასასრული (კარმული კვანძები თევზები-ქალწულის ღერძზეა) აისახება გლობალურად, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე თითოეული ინდივიდის პერსპექტივებზე.

2020 წლის მესიჯებს უკვე გაამყარებს 2026 წლის თებერვლის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, აი ამ პერიოდიდან უკვე დაიწყება ნელნელა დასტაბილურება, კალაპოტში ჩაჯდომა!
 

მოკლედ საქართველოსთვის ეს პერიოდი

ცოტა საფრთხილოა, იქნება გარკვეული რყევებიც, თუმცა წელს ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ველოდები არც “ზევით” არც “ქვევით”, თუმცა კრიზისების გზას კი გავდივართ, ოღონდ ეს გზა ახლა არ დაგვიწყია, ამიტომ დიდად მტკივნეული არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ დაბნელება რა ზონასაც მოიცავს ხოლმე, იმ ქვეყნებში უფრო მეტად არის გამოხატული ცვლილებები (ნებისმიერი თემით).

ზოგადად, დიდ პოლიტიკურ თემაში ქაოსი არის და გრძელდება. რუსეთ-უკრაინის თემაზეც იქნება ცვლილებები.

განსაკუთრებით კი გირჩევდით ფინანსურ საკითხებთან სიფრთხილეს, რადგან არასტაბილურობაა წლის ბოლომდე (დოლარი ერთ ადგილს ათამაშებს).
 

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას 2006 წლის მეორე ნახევარს, რა ხდებოდა მაგ პერიოდში?

2006 წელს 7 სექტემბერს იყოს მთვარის დაბნელება სწორედ თევზების 16 გრადუსზე (რა თქმა უნდა პლანეტების განსხვავებული კონფიგურაცია იყო და შინაარსი იდენტური არ იქნება, მაგრამ საკვანძო საკითხებით მიხვდები რა თემა შეიძლება გახდეს აქტუალური).