„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ვერძი
ცვლილებების დროა, კარიერაში წინსვლა და პროგრესი გელით, ახლა შეიძლება მიიღოთ ისეთი შემოთავაზება, რაზედაც დიდი ხანი ოცნებობდით.
მაისიდან უმჯობესდება ფინანსური საკითხებიც, წლის მეორე ნახევრიდან, შესაძლოა, მოგიწიოთ მოგზაურობაც. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მთავარია, რეჟიმის დაცვა.
პირად საკითხებში, მოულოდნელი ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.
კურო
წლის პირველ ნახევარში, მეტი მოთმინება და მიმღებლობა გმართებთ. თუმცა, შრომა დაგიფასდებათ. (5-10 მაისის კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არაპროგნოზირებად სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ, ეცადეთ, მიჰყვეთ გეგმებს.)
წლის მეორე ნახევარი მეტად მოგებიანია, იყავით სტრატეგიული. პირადი თემები პოზიტიური სცენარით ვითარდება, დახუნძლულია მრავალფეროვნებით, თუმცა რადიკალური ცვლილებებისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.
დაკავდით სპორტით, მნიშვნელოვანია სწორად კვება.
ტყუპები
წლის პირველი ნახევარში, მთავარია არ იჩქაროთ. საქმიანი სფეროსთვის სასიკეთო პერიოდია, შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. წლის მეორე ნახევარში შესაძლოა ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ, იყავით ფრთხილად, გახსოვდეთ „დუმილი ოქროა“ და ეცადეთ, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.
ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედაპირული და მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორზე ზრუნვას.
გამოიყენეთ შანსი, რომელსაც ვარსკვლავები წლის მეორე ნახევარში მოგცემენ.
კირჩხიბი
კრიზისული სიტუაციები წარსულს ჩაბარდა. ახლა მოემზადეთ აქტიურობისთვის, ბიზნესსა და კარიერაში მნიშვნელოვანი მიღწევების წელი გაქვთ, წლის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია სოციალური წრის გაფართოება, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს.
შესაძლოა, შექმნათ ოჯახი, შეიძინოთ თქვენი ოცნების სახლი.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, სჯობს, იმუშაოთ ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ამაღლებაზე.
ლომი
ნელნელა მიიწურა სირთულეების ზონა, ახალი გამოწვევებისთვის ახლა მზად ხართ, მიზანდასახულობა კარგია, თუმცა ზედმეტმა სიჩქარემ და ამბიციებმა შეიძლება უკან დაგხიოთ.
იყავით გაბედული, ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, არ დანებდეთ და წინ წახვალთ. ქორწინება, ბავშვი,- შესაძლოა, ამ წლის მთავარი თემა იყოს.
ქალწული
შრომა, შრომა და შრომა. წლის მეორე ნახევარი მეტად სასიკეთოა, თუმცა მთავარი თემა არის სატურნი, რომელიც 2023 წლის განმავლობაში გარკვეულ სირთულეებს ქმნის, განსაკუთრებით აგვისტოს ქალწულებისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების იმ სფეროს სადაც „რყევებია“.
ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, ნუ გადაიღლებით, რეჟიმი და დასვენება თქვენთვის აუცილებელია.
პირად ცხოვრებაში, მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ახლა მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
სასწორი
წელს სახლში ყოფნისთვის ნამდვილად ვერ მოიცლით, არაერთი პერსპექტივა გადაიშლება თქვენს თვალწინ, ცოტა მეტი ძალისხმევით ყველაფერს შეძლებთ, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ.
შემოსავალი, კარიერა, პირადი თემა, ყველაფერი უკავშირდება იმ გარემოებას, რომელშიც ახლა აღმოჩნდებით. გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, რომელიც შესაძლოა, როგორც პირადში, ასევე, საქმიან სფეროში იყოს თქვენი მეგზური.
მორიელი
საპასუხისმგებლო წელია, წლის პირველი ნახევარში, ენერგოტონუსს, ჯანმრთელობას ყურადღება სჭირდება, მეტად გახალისდით. საქმეში საკუთარი თავის იმედად სჯობს, იყოთ. შრომა მოგიწევთ, თუმცა დაგიფასდებათ კიდეც. რაღაცების გასაანალიზებლად, ახალი უნარების ათვისებისთვის სასიკეთო პერიოდია.
წლის მეორე ნახევარი პარტნიორული საკითხების კუთხით მნიშვნელოვანია, მთავარია, არ იჩქაროთ, გამოიჩინეთ მეტი სირბილე და დიპლომატია.
მშილდოსანი
იღბალი თქვენს მხარესაა, მთავარია, სიჩქარეში მიზანს არ ასცდეთ, მნიშვნელოვანი წელია, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. პირველი ნახევარი იაქტიურეთ და გამოიყენეთ განგებისგან ბოძებული ყველა შანსი.
წლის მეორე ნახევარი საბუთებს, კომუნიკაციებსა და ჯანმრთელობას დაუთმეთ მეტი დრო .
თხის რქა
ხანგრძლივი ტრანსფორმაციების მერე, უკვე იგრძნობთ შვებას, ახლა უკვე მყარი ფუნდამენტი გაქვთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას ააშენებთ.
საქმიანობაში კარგი სტარტის პერიოდია, ფინანსებში წლის მეორე ნახევარში მეტად გაგიმართლებთ. ჯანმრთელობის საკითხებს მეტი დრო დაუთმეთ.
პარტნიორულ საკითხებშიც სასიკეთო ცვლილებები გელით, შეიძლება, თქვენი ცხოვრების მეგზური იპოვოთ.
მერწყულში
დიდი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პერიოდი დასრულდა, თუმცა ახლა იმისთვის, რომ განამტკიცოთ თქვენი ჩანაფიქრები, ცოტა მეტად უნდა გაისარჯოთ.
თქვენ ხელთ გაქვთ ყველაზე საჭირო რესურსი იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერი, გადახედეთ თქვენს საქმიანობას, ურთიერთობებს. მიჰყევით ბოლომდე არჩეულ გზას. წლის მეორე ნახევარში, ოჯახში ცვლილებებია მოსალოდნელი.
თევზები
იღბალი განსაკუთრებით მატერიალურ სფეროში თქვენსკენაა, თუმცა, დასაწყისში დაბადებულ თევზებს გარკვეული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. იაქტიურეთ, ნუ მოდუნდებით, თავისუფლად შეგიძლიათ რეალიზდეთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, მთავარია, მეტი ძალისხმევა.
მოერიდეთ ზედაპირულ კავშირებს, ცდუნება დიდია!
ჯანმრთელობას დაუთმეთ მეტი ყურადღება, განსაკუთრებით ეს ეხება თებერვლის თევზებს.
მასალა მოამზადა ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა.