სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ყოველი ახალი დღე გვაძლევს შანსს, რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ და დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც მთელი გულით გვსურს. საინტერესოა, რას უმზადებს 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს. კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად გაგიზიარებთ:
ვერძი
ეს კვირა თქვენი ცხოვრების სრულიად განსხვავებული რიტმით დაწყების წინაპირობა გახდება. თითქოს უკან ტოვებთ მოგონებების, რომანების და იმ ადამიანების მძიმე ჩემოდანს, რომლებთანაც დამშვიდობება აუცილებელი იყო. თავისუფლებას შეიგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, სიახლეები დაგეგმოთ, საკუთარი შესაძლებლობები ახლებურად შეაფასოთ და დაიწყოთ იმ საქმეებისა და პროექტების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ახლა გაქვთ შანსი, წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სხვადასხვა სფეროში სიახლეები დაგეგმოთ.
კურო
ახლა იმ ეტაპზე ხართ, როცა ყველაფერი მოძველებული და არასაჭირო იმაზე მეტად გამძიმებთ, ვიდრე აქამდე. ნივთებიდან დაწყებული, ზოგიერთ ნაცნობთან კომუნიკაციით დამთავრებული - საბოლოოდ გააანალიზებთ, რომ არის რაღაცები, რასაც თქვენთვის უკვე დიდი ხანია, ბედნიერება, სიხარული აღარ მოაქვს და ცვლილებები აუცილებელია. შესაძლოა, კარადა მოაწესრიგოთ და გადაალაგოთ ის ნივთები, რომლებიც აღარ მოგწონთ. ასევე, შეიძლება, სოციალურ წრეს გადახედოთ, ურთიერთობები გულწრფელად შეაფასოთ და მიხვდეთ, ვისთან აღარ ღირს კომუნიკაციის გაგრძელება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ჩვეული ჰობი ან თუნდაც სამსახური აღარ მოგეჩვენებათ მნიშვნელოვნად - ცხოვრება სიახლეებისკენ გიბიძგებთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გელოდებათ.
კირჩხიბი
ეს კვირა თქვენს მიღწევებს გამოკვეთს, თქვენი შრომისა და მონდომების შედეგს სრულად დაინახავთ და საკუთარი თავით იამაყებთ. თუმცა, ამავდროულად, პასუხისმგებლობა იზრდება: ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული და ეს გარკვეულ ზეწოლას ახდენს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გამოგივიდათ. მნიშვნელოვანია, წარმატება მოტივაციად გადააქციოთ და წინსვლა განაგრძოთ. შეეცადეთ ეს მომენტი გამოიყენოთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და დამსახურებული აღიარებაც მიიღოთ.
ლომი
მომდევნო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვების ეტაპი გექნებათ და ეს ეტაპი სწორედ მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ნებისმიერი რამ, რასაც ახლა ისწავლით, აღმოაჩენთ, განვითარებას შეძლებთ, სამომავლოდ იმაზე დიდ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე ახლა ფიქრობთ. დაიწყებთ ახალი საქმეების შესწავლა, მოსინჯეთ თქვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, გადით კომფორტის ზონიდან და განსხვავებული რაღაცები სცადეთ. ყოველი ახალი ცოდნა და გამოცდილება პიროვნულ და კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ...ვრცლად