1787408559
მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 მაგნიტური დღე, გამოიჩინეთ სიფრთხილე - მიხეილ ცაგარელი
„ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით, ცის კაბადონზე ბევრი რამ ხდება. დედამიწა 15 ივლისამდე უარყოფით ენერგოველშია, ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოცირებას და იმოქმედეთ ფრთხილად“, - ამის შესახებ ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში" საუბრობს.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 მაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.
„8 ივლისამდე გვაქვს მარს-ურანის შეერთება, თან კარმულ კვანძებით აქვს დაძაბული ურთიერთობა. აქ მოხდება მოულოდნელი და უცაბედი კონფლიქტები, შეიძლება ადამიანებში მოხდეს უცაბედი აგრესიის გამოვლინება, მატულობს ქარების ალბათობა, ხანძრების ტენდენცია მატულობს, ასევე სიფრთხილეა გამოიჩინეთ საჭესთან“, - ამბობს ცაგარელი.
ვრცლად:











