14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან სიფრთხილეც საჭიროა, განსაკუთრებით ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, რომელთა გავლენაც შესაძლოა საშიშიც იყოს.

კურო

ნუ გადადებთ და მშვიდად დაასრულეთ აუცილებელი საქმეები. იმოქმედეთ მორალური პრინციპებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გაერკვიეთ სიტუაციის არსში და ეძებეთ გზები მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

ტყუპები

შეეცადეთ, აღადგინოთ ძველი ურთიერთობები, თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემებთან გამკლავებას და შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი

ენერგიის მოზღვავების, გამოღვიძების პერიოდია, სადღაც ქრება დაბნეულობა და მელანქოლია, ჩნდება მოულოდნელი აზარტულობა და აგრესიულობა, ახალი იდეები და ემოციები, რომლებიც თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპთან მიგაახლოებთ.

ლომი

ნუ მისტირით წარსულს, არ არის საჭირო ნოსტალგია და სევდა, წარსულის აჩრდილების გამო. გაერთეთ მეგობრებთან ერთად. ახლა ეს გჭირდებათ.

ქალწული

ნუ მოექცევით ილუზიების ტყვეობაში. მიიღეთ რჩევები, გათავისუფლდით წყენისა და უიმედობისგან, დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მალე ყველაფერი დალაგება.

სასწორი

რაღაც საიდუმლოს შესაძლოა, სწორედ დღეს აეხადოს ფარდა და შესაბამისად, შეცვლით თამაშის წესებსაც, ახლა ინიციატივა თქვენს ხელშია.

მორიელი

ეცადეთ, იყოთ რეალისტი, ნუ მოინდომებთ იმაზე მეტს, ვიდრე ამის რესურსი გაქვთ. ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დასვენებაა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს მოგიწიოთ საკუთარი შეხედულებების, პოზიციების დამტკიცება. განაახლეთ გარდერობი, ემზადეთ მეგობრებთან საქმიანი შეხვედრებისთვის, ჭკვიანურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

თხის რქა

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, ფრთხილად შეაფასეთ მოვლენები, მოდუნდით და ემზადეთ სამომავლო ნახტომისთვის.

მერწყული

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ქმედებებში, საჭიროა ახალი ხედვა ახალი სტრატეგია, ცოტა მოთმინება და ყველაფერი დალაგება.

თევზები

მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, როგორც გონებიდან, ასევე თქვენი სივრციდან. გაიხსენეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტები, გაიხალისეთ ცხოვრება.